არავითარი ტესტის ჩატარება კოვიდგადატენილებისთვის ვაქცინაციის წინ საჭირო არ არის, რადგან რომც არ გქონდეთ ვთქვათ, ანტისხეულები, არ ნიშნავს, რომ დაცულები არ ხართ, მათ, ვისაც აქვთ ანტისხეულები, აცრის შემდეგ უკეთესი დაცვა ექნებათ. არის ეგრეთ წოდებული ჰუმორული იმუნიტეტი, ანუ ანტისხეულები და უჯრედული. ტესტი არაფერს გაძლევთ. თუ გაქვთ ანტისხეულები, აცრის შემდეგ მეტი ანტისხეული გექნებათ და შესაბამისად, უკეთესი დაცვა. ამიტომ, გაქვთ თუ – არა, ამის გაგება ვაქცინაციის წინ არაფერს არ გაძლევთ –
განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.










