“ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა 14:00 საათისთვის იყო დანიშნული.
მმართველი გუნდის დეპუტატები სავარაუდოდ, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და მომავალ სამშაბათს ამნისტიის შესახებ კანონის დაინიცირების პროცესზე მსჯელობენ.










