დიდ დიღომში აივნის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი დაახლოებით, 70 წლის ქალია.
შემთხვევა დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში მოხდა, საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა. თვითმხილველების თქმით, ჩამონგრევის დროს აივანზე ქალი იდგა.
როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.









