LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ებოლას გავრცელების არეალისა და გარდაცვლილთა შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ათეულობით გარდაცვლილი – ებოლას აფეთქება, გამოცხადდა კრიზისული მდგომარეობა

დაპოსტა 2026/06/04-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ (ჯან­მო) კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში ებო­ლას ცხე­ლე­ბის აფეთ­ქე­ბა კრი­ზი­სუ­ლად აღი­ა­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ მას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად მომ­დევ­ნო სამ თვე­ში 115 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია სა­ჭი­რო. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნეს, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით კრი­ზის­ზე რე­ა­გი­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბი სა­ჭი­რო და­ფი­ნან­სე­ბის მხო­ლოდ 35%-ით არი­ან უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი.

  • ჯან­მოს მო­ნა­ცე­მე­ბით, კდრ-ში ებო­ლა­თი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის 344 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, მათ­გან 60 ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გით დას­რულ­და.

მე­ზო­ბელ უგან­და­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია და­ა­ვა­დე­ბის 9 შემ­თხვე­ვა და 1 გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ასე­ვე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია და­ინ­ფი­ცი­რე­ბის ერთი სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვა.

“აფეთ­ქე­ბამ სე­რი­ო­ზუ­ლი ფორ­მა მი­ი­ღო და ჩვენ კვლავ ვცდი­ლობთ სი­ტუ­ა­ცი­ას და­ვე­წი­ოთ. თუმ­ცა კდრ-ის მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით თან­და­თა­ნო­ბით ვა­ხერ­ხებთ და­ნა­კარ­გის ანა­ზღა­უ­რე­ბას“, – გა­ნა­ცხა­და ჯან­მოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­ე­სუს­მა.

  • ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა
თავ­და­პირ­ვე­ლად და­ა­ვა­დე­ბა კდრ-ის იტუ­რის პრო­ვინ­ცი­ა­ში გა­მოვ­ლინ­და, თუმ­ცა შემ­დგომ­ში და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ასე­ვე და­დას­ტურ­და ჩრდი­ლო­ეთ კი­ვუ­სა და სამ­ხრეთ კი­ვუს პრო­ვინ­ცი­ებ­ში, შემ­დეგ კი უგან­დის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც.

ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინგს სე­რი­ო­ზუ­ლად არ­თუ­ლებს არას­ტა­ბი­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, ასე­ვე ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ დი­აგ­ნოს­ტი­კა­სა და ტეს­ტი­რე­ბა­ზე შე­ზღუ­დუ­ლი წვდო­მა.

ებო­ლას სამ­კურ­ნა­ლო ცენ­ტრებ­სა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ზე გან­მე­ო­რე­ბი­თი თავ­დას­ხმე­ბის ფონ­ზე, იტუ­რის პრო­ვინ­ცი­ა­ში მწვა­ვედ დგას პერ­სო­ნა­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხი.

ებო­ლას ვირუ­სი ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ანს ბი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მო­ნა­ყო­ფით გა­და­ე­ცე­მა – სის­ხლით, ნერ­წყვით, ოფ­ლით, ღე­ბი­ნე­ბით. და­მა­ტე­ბით პრობ­ლე­მად იქცა ის, რომ აფეთ­ქე­ბის პირ­ველ დღე­ებ­ში დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა ძა­ლი­ან ნელა ხდე­ბო­და.

შე­ფერ­ხე­ბე­ბის გამო ვირუს­მა მო­ას­წრო ჯერ იტუ­რის პრო­ვინ­ცი­ის გა­რეთ გას­ვლა, შემ­დეგ კი კდრ-ის ფარ­გლებს გა­რე­თაც – მე­ზო­ბე­ლი უგან­დის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

ჯან­მოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, სწო­რედ ეპი­დე­მი­ის და­სა­წყის­ში და­კარ­გუ­ლი დრო გახ­და აფეთ­ქე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი.

წყა­რო

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

მოსწავლეების ფსიქოლოგიური დახმარების 5685 შემთხვევა აღირიცხა

by მეგა TV
ივნისი 4, 2026
0
მოსწავლეების ფსიქოლოგიური დახმარების 5685 შემთხვევა აღირიცხა
მთავარი

მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში რეაგირებისთვის 2024-2025 სასწავლო წელს სულ 5924 შემთხვევა აღირიცხა, ხოლო 2025-2026 სასწავლო წელს (14 მაისის მდგომარეობით) – 5685 შემთხვევა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურიდან გამოთხოვილი...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივნისი 4, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

4 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

მესტიის მუნიციპალიტეტში 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს

by მეგა TV
ივნისი 4, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს და 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს. უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია 14 წლის გოგო, რომელიც ქუთაისში ავარიის დროს ავტომობილს მართავდა

by მეგა TV
ივნისი 4, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მსხვერპლით დასრულებული ავარია ქუთაისში - დაკავებულია 14 წლის მოზარდი, რომელიც საჭეს მართავდა. 3 ივნისს, ევდოშვილის ქუჩაზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა სპორტსმენი გიორგი ხურციძე ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივები "კვირის პალიტრასთან" ამბობენ, ავტოსაგზაო შემთხვევისას...

დაწვრილებითDetails

4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 4, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   დღე ხელსაყრელია აქტიური მოქმედებისთვის. მნიშვნელოვანი საკითხების გადადება არ ღირს, რადგან სწრაფად შეძლებთ შედეგის მიღწევას.   კურო   ფინანსურ თემებში მეტი ყურადღება გამოიჩინეთ. მშვიდი და გააზრებული გადაწყვეტილებები საუკეთესო შედეგს...

დაწვრილებითDetails

ავარიას ქუთაისელი სპორტსმენი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივნისი 4, 2026
0
ავარიას ქუთაისელი სპორტსმენი ემსხვერპლა
მთავარი

ქუთაისში ავარიას 16 წლის სპორტსმენი გიორგი ხურციძე ემსხვერპლა. ,,საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა სპორტსმენის, გიორგი ხურციძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ გიორგის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ქუთაისის...

დაწვრილებითDetails

თბილისში, აბანოებში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ძველ თბილისში, აბანოებში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ჩვენი ინფორმაციით ორივე დაღუპული ასაკოვანია. რა გახდა მათი გარდაცვალების მიზეზი, უცნობია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლითაა დაწყებული.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვრეპლა. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. როგორც ცნობილია ავტომობილში 4  არასრულწლოვნი ისხდა, მათ ავტომობოლი დაუკითხავად ჰყავდათ წაყვანილი. დამატებითი...

დაწვრილებითDetails

შევთანხმდით, რომ თანხის შეგროვება იყო მიზნობრივი – შემდეგი ნაბიჯია ფარმაცევტულ კომპანიებთან კონტაქტზე გასვლა – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი პრემიერთან შეხვედრაზე

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
შევთანხმდით, რომ თანხის შეგროვება იყო მიზნობრივი – შემდეგი ნაბიჯია ფარმაცევტულ კომპანიებთან კონტაქტზე გასვლა – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი პრემიერთან შეხვედრაზე
მთავარი

ირაკლი კობახიძემ პირადად ჩვენგან მოისმინა ინფორმაცია. გამოირიცხა ძალიან ბევრი თემა, რაც აქამდე იყო, თითქოს მართულები ვართ, გამოირიცხა წამლის საფრთხე, თანხის შეგროვება რომ მიზნობრივი იყო, ამაზეც შევთანხმდით, მაგრამ ეს იყო ძირითადად...

დაწვრილებითDetails

შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, ეს იყო იმედისმომცემი შეხვედრა – ზაქრო გვიშიანი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, ეს იყო იმედისმომცემი შეხვედრა – ზაქრო გვიშიანი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე
მთავარი

ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი, რადგანაც ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან - ყველა საკითხი გავიარეთ, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი პროცესი არ არის პოლიტიკურად მართული, - ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"