ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი იპოვეს – ინფორმაცია ამის შესახებ მთავარს შსს-ში დაუდასტურეს.
,,სამწუხაროდ, გარდაცვლილი იპოვეს ტყეში ეს ბიჭი. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ახლობლების აზრით, დანიელმა გაუჩინარების დღესვე გადაწყვიტა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება.” – წერს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.










