გოგონა, რომელმაც გუშინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა ლელა ფარტენაძეა – ინფორმაციას გვერდი ბათუმი ავრცელებს.
“გულწრფელ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს ასეთი სითბოსთვის, მხარდაჭერისა და კეთილი სურვილებისთვის. როგორც დედამ, იმ წამს სხვაგვარად ფიქრიც კი ვერ შევძელი.


თითოეული თქვენგანის დალოცვა უზომოდ ძვირფასია ჩემთვის. ღმერთმა დაიფაროს ყველა” – წერს ლელა ფარტენაძე
“დღეს სანრემოს ხიდთან, ბიჭი რომ დახრჩობას გადაარჩინე, იმ გოგოს მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ.
ამ გოგოს გარდა, კიდევ ბევრი გაიქცა საშველად, მაგრამ ამ გოგომ ყველაზე მეტად გარისკა. პირველი გაიქცა, მითუმეტეს ბავშვებთან ერთად იყო.
შენ იბედნიერე შენი შვილებით, უმაგრესი ადამიანი ხართ, ზღვა მადლობა თქვენ.
თუ წაიკითხავთ, გამოგვეხმაურეთ, მე შორს ვიყავი, რომ დამენახეთ და დამემახსოვრებინეთ, თუმცა დღეს ყველა იქ მყოფი შენზე საუბრობდა.
ყოჩაღ, ასე რომ გარისკე საკუთარი სიცოცხლე…
მე რომ მოვედი, თქვენ უკვე წასული იყავით.” – წერდა გუშინ სოციალურ ქსელში მელ გორგაძე.
📰 გააგრძელე კითხვა...