LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

ჯარიმა 500-დან 100 ათას ლარამდეა

დაპოსტა 2026/06/08-ში
A A
79
ნახვა
გაზიარება
საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მიმდებარე ზონებში, გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებელი მშენებლობისა და საქმიანობისთვის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება.

აღნიშნულის შესახებ, მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უკვე წარადგინა.

განმარტებითი ბარათის თანახმად, არსებული კანონმდებლობა გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, 200 მეტრში) უკანონო მშენებლობებს კრძალავს, თუმცა დარღვევებისთვის კონკრეტულ სანქციებს არ ითვალისწინებს.

შესაბამისად, ცვლილებების მიხედვით, აღნიშნულ დარღვევებზე წესდება ჯარიმები.

ამასთან, იქმნება სპეციალიზებული სახელმწიფო კომპანია, რომელსაც საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების მოვლა-შენახვა დაევალება.

დოკუმენტის მიხედვით, ახალი კომპანიის ჩამოსაყალიბებლად დაახლოებით 63 მილიონი ლარის კაპიტალური ინვესტიცია იქნება საჭირო, ხოლო წლიური საოპერაციო ხარჯი დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს.

ამასთან, კომპანია 163 თანამშრომელს დაასაქმებს, მათ შორის ტექნიკურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.

დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო კომპანია შეიძენს 119 ერთეულ თანამედროვე ტექნიკას, მათ შორის 65 ერთეულ ზამთრის და 54 ერთეულ ზაფხულის მოვლა-შენახვის სპეცტექნიკას. ასევე დაინერგება თანამედროვე მონიტორინგის სისტემები (GPS, GIS, SCADA და სხვა), რაც გზების 24-საათიან კონტროლსა და ოპერატიულ მართვას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საავტომობილო გზების დეპარტამენტში შეიქმნება ახალი სამსახური, რომელიც სამართალდარღვევების გამოვლენასა და რეაგირებაზე იქნება პასუხისმგებელი. აღნიშნულ სამსახურში 25 თანამშრომლის დასაქმება იგეგმება, ხოლო მათი სახელფასო ფონდი თვეში დაახლოებით 120 000 ლარი იქნება.

რაც შეეხება ფულად სანქციებს, ცვლილებების მიხედვით 500-დან 100 000 ლარამდე განისაზღვრება.

უფრო კონკრეტულად, კანონპროექტით, გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად ან შეთანხმებული პირობების დარღვევით, გზისპირა ზონებში ნებისმიერი სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისთვის თავდაპირველად ფიზიკური და იურიდიული პირები გაფრთხილებას მიიღებენ.

ხოლო იმ შემთხვევაში თუ დარღვევა დადგენილ ვადაში არ გამოსწორდება, ფიზიკური პირი 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება.

განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი, ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 1 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისთვის 6 000 ლარამდე გაიზრდება.

ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, თუ დარღვევის შედეგად საავტომობილო გზა ან მისი ინფრასტრუქტურა დაზიანდება, ფიზიკური პირი 1 500 ლარით, იურიდიული პირი კი 50 000 ლარით დაჯარიმდება.

განმეორებით ჩადენილი მსგავსი სამართალდარღვევისთვის სანქცია კიდევ უფრო მკაცრდება და ფიზიკური პირისთვის 3000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისთვის 100 000 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება კანონპროექტის ბიუჯეტზე შესაძლო გავლენას, პროექტის ავტორების შეფასებით, გზისპირა ზონებში დარღვევების გამოვლენის შედეგად ბიუჯეტში წლიურად დაახლოებით 1.2 მილიონი ლარის ჯარიმები შევა, ხოლო უკანონო მშენებლობებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების პრევენციის გზით სახელმწიფო ყოველწლიურად დაახლოებით 400 000-700 000 ლარს დაზოგავს.

bpn 

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
მთავარი

მდინარე ქსანში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი გუგა გურგენიშვილია. ინფორმაციას ,,პრაიმტაიმი" ავრცელებს. შემთხვევა სოფელ ლამისყანის სიახლოვეს, გუშინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭი სოფელში სტუმრად იყო ჩასული. "საუკეთესო ბიჭო როგორ უნდა გაგიშვათ, ერთადერთო საუკეთესო...

დაწვრილებითDetails

მდინარეში ოც წლამდე ახალგაზრდა ბიჭი დაიხრჩო

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
60 წლამდე კაცი მდინარე თერგში გადავარდა და დაიღუპა
მთავარი

კასპში, მდინარე ქსანში ოც წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტრაგედიის სავარაუდო მიზეზი მდინარის ფსკერზე ქვიშისა და ხრეშის მოპოვების შედეგად ხელოვნურად წარმოქმნილი ღრმა ორმოა.   არსებული ცნობებით, ახალგაზრდა სოფელში...

დაწვრილებითDetails

ავარია სამტრედიაში მსხვერპლით დასრულდა

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
ავარია სამტრედიაში მსხვერპლით დასრულდა
მთავარი

სამტრედიაში მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეასკდა - არის მსხვერპლი ​სამტრედიაში, სოფელ ახალსოფელთან ავარია მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერს მსუბუქი ავტომობილი შეასკდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ​შინაგან საქმეთა სამინისტრომ...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ეგვიპტის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ეგვიპტის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულის პირადი და ზურგჩანთის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად...

დაწვრილებითDetails

ქუთასელმა ანა ჭანტურიამ, სპორტულ აკრობატიკაში ოქროს მედალი მოიპოვა

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
ქუთასელმა ანა ჭანტურიამ, სპორტულ აკრობატიკაში ოქროს მედალი მოიპოვა
მთავარი

ქუთასელმა ანა ჭანტურიამ, სპორტულ აკრობატიკაში ოქროს მედალი მოიპოვა - ინფორმაციას ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლა ავრცელებს. ,, საამაყო წარმატება სპორტულ აკრობატიკაში! სიხარულითა და დიდი სიამაყით გვინდა მივულოცოთ ჩვენი სკოლის VIII ბ...

დაწვრილებითDetails

აფთიაქებისა და მაღაზიების ძარცვა – დაკავებულია 5 არასრულწლოვანი

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით, 5 არასრულწლოვანი დააკავეს.   დაკავებულთაგან სამი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი...

დაწვრილებითDetails

ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში – რა მდგომარეობაა ადგილზე

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
დედოფლისწყაროში ხანძარს 57 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
მთავარი

თემ­ქა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს” სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ხან­ძრის ლიკ­ვი­დი­რე­ბა ცე­ცხლის გავ­რცე­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე მოხ­და. მა­თი­ვე ცნო­ბით, ხან­ძრის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში 23 წლის ბიჭი დაღუპა – რას ყვება დედა

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
ქუთაისში 23 წლის ბიჭი დაღუპა – რას ყვება დედა
მთავარი

ტრაგედიით დასრულებული შვებულება საქართველოში: რატომ გარდაიცვალა 23 წლის კრის­ტი­ნა სტა­ნი­ე­ნე თა­ვის 23 წლის შვილ­თან, კრის­ტუ­პას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი კვი­რით და­სას­ვე­ნებ­ლად და ახა­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად გა­ემ­გზავ­რა. თუმ­ცა, მოგ­ზა­უ­რო­ბის მე­ო­რე დღეს­ვე ახალ­გაზ­რდის...

დაწვრილებითDetails

დღეს პეტრე-პავლობა აღინიშნება

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
დღეიდან, პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო – რა უნდა იცოდეს, ვინც მარხვას აპირებს
მთავარი

12 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს.   თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლეს სახელობის (ავლაბარში მდებარე) ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და...

დაწვრილებითDetails

ძლიერი სტიქიის შედეგად თელავში მძიმე ვითარებაა – ევაკუირებულია მოსახლეობა

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
ძლიერი სტიქიის შედეგად თელავში მძიმე ვითარებაა – ევაკუირებულია მოსახლეობა
მთავარი

ძლიერი სტიქიის შედეგად თელავში მძიმე ვითარებაა. გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა თელავის ხევმა კავკასიონისა და ალაზნის გამზირების ნაწილი მთლიანად დატბორა. დატბორილია საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები, დაზიანებულია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"