LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“წყალტუბოს პარკის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება” – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი

“წყალტუბოს პარკის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება” – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი

დაპოსტა 2026/07/09-ში
A A
109
ნახვა
გაზიარება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი ლაშა ბერეკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს, იმის თაობაზე რომ წყალტუბოს პარკი კატასტროფულ მდგომარეობაშია და იქ გავლა საშიშია.

“მეგა ტვ”-სთვის მოწოდებულ განცხადებაში ცენტრი აღნიშნავს რომ წყალტუბოს მასშტაბით გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ინტენსიურ სამუშაოებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სპეციალიზებული ტექნიკისა და ხელის ბენზო-სათიბების გამოყენებით, ინტენსიურად მიმდინარეობს ბალახოვანი საფარის გათიბვა და კონტროლი. პარალელურ რეჟიმში, ხორციელდება ხე-მცენარეების გაწმენდა პარაზიტი სუროსა და გამხმარი ტოტებისგან, რაც ხელს უწყობს მწვანე ნარგავების ჯანსაღ განვითარებას და უზრუნველყოფს საზოგადოებრივ სივრცეებში უსაფრთხო გადაადგილებას.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ლაშა ბერეკაშვილის განცხადებას და საზოგადოებასა და მედიის წარმომადგენლებს მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოების შესახებ.
პირველ რიგში, მადლობას ვუხდით თითოეულ მოქალაქეს ყურადღებისა და ჩართულობისთვის. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ინტენსიურ სამუშაოებს.ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:ტერიტორიების სისტემატური გაწმენდა და მოწესრიგება – ქალაქისა და მუნიციპალიტეტის იერსახის შენარჩუნების მიზნით.
გათიბვითი სამუშაოები – მწვანე ზოლებისა და საზოგადოებრივი სივრცეების მოვლა-პატრონობა.
ინფრასტრუქტურული და გარე განათების მოწყობა – არსებული ქსელების განახლება, მონიტორინგი და ახალი წერტილების გამართვა.
ეს არის უწყვეტი, ყოველდღიური პროცესი, რომელსაც ჩვენი სამსახური მაქსიმალური პასუხისმგებლობით ასრულებს, რათა წყალტუბო იყოს კიდევ უფრო სუფთა, მოწესრიგებული და კომფორტული როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ისე ჩვენი მრავალრიცხოვანი სტუმრებისთვის.
მედიის წარმომადგენლებს მუდამ მზად ვართ მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია და ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით.“ – ნათქვამია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრის მიერ “მეგა ტვ”-სთვის მიერ მოწოდებულ წერილში.

როგორც, ცენტრის პიარი “მეგა ტვ”-ს ეუბნება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მათი სამსახური სამუშაოებს ყოველდღიურად 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე ახორციელებს.

რაც შეეხება პარკში არსებულ საპირფარეშოს, რომელიც დაკეტილი და გაუქმებულია, სამსახურის წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში ამბობს:
“საპირფარეშოს საკითხი მოგვარდება, როდესაც რეაბილიტაცია დაიწყება, სამწუხაროდ გაუქმებულია იმის გამო რომ მოქალაქეეებმა დაამტვრიეს ყველაფერი.”  – ამბობს თამუნა ნაჭყეპია.
მისივე თქმით  წყალტუბოს პარკის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.
ცნობისთის, წყალტუბოს ცენტრალური პარკი საქართველოს პარკებს შორის ერთ-ერთ ყველაზე დიდია და აქ მდებარეობს უნიკალური სამკურნალო აბაზანები.
გაზიარება44

დაკავშირებული -პოსტები

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
მთავარი

მდინარე ქსანში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი გუგა გურგენიშვილია. ინფორმაციას ,,პრაიმტაიმი" ავრცელებს. შემთხვევა სოფელ ლამისყანის სიახლოვეს, გუშინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭი სოფელში სტუმრად იყო ჩასული. "საუკეთესო ბიჭო როგორ უნდა გაგიშვათ, ერთადერთო საუკეთესო...

დაწვრილებითDetails

მდინარეში ოც წლამდე ახალგაზრდა ბიჭი დაიხრჩო

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
60 წლამდე კაცი მდინარე თერგში გადავარდა და დაიღუპა
მთავარი

კასპში, მდინარე ქსანში ოც წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტრაგედიის სავარაუდო მიზეზი მდინარის ფსკერზე ქვიშისა და ხრეშის მოპოვების შედეგად ხელოვნურად წარმოქმნილი ღრმა ორმოა.   არსებული ცნობებით, ახალგაზრდა სოფელში...

დაწვრილებითDetails

ავარია სამტრედიაში მსხვერპლით დასრულდა

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
ავარია სამტრედიაში მსხვერპლით დასრულდა
მთავარი

სამტრედიაში მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეასკდა - არის მსხვერპლი ​სამტრედიაში, სოფელ ახალსოფელთან ავარია მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერს მსუბუქი ავტომობილი შეასკდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ​შინაგან საქმეთა სამინისტრომ...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ეგვიპტის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ეგვიპტის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულის პირადი და ზურგჩანთის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად...

დაწვრილებითDetails

ქუთასელმა ანა ჭანტურიამ, სპორტულ აკრობატიკაში ოქროს მედალი მოიპოვა

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
ქუთასელმა ანა ჭანტურიამ, სპორტულ აკრობატიკაში ოქროს მედალი მოიპოვა
მთავარი

ქუთასელმა ანა ჭანტურიამ, სპორტულ აკრობატიკაში ოქროს მედალი მოიპოვა - ინფორმაციას ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლა ავრცელებს. ,, საამაყო წარმატება სპორტულ აკრობატიკაში! სიხარულითა და დიდი სიამაყით გვინდა მივულოცოთ ჩვენი სკოლის VIII ბ...

დაწვრილებითDetails

აფთიაქებისა და მაღაზიების ძარცვა – დაკავებულია 5 არასრულწლოვანი

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით, 5 არასრულწლოვანი დააკავეს.   დაკავებულთაგან სამი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი...

დაწვრილებითDetails

ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში – რა მდგომარეობაა ადგილზე

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
დედოფლისწყაროში ხანძარს 57 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
მთავარი

თემ­ქა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს” სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ხან­ძრის ლიკ­ვი­დი­რე­ბა ცე­ცხლის გავ­რცე­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე მოხ­და. მა­თი­ვე ცნო­ბით, ხან­ძრის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში 23 წლის ბიჭი დაღუპა – რას ყვება დედა

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
ქუთაისში 23 წლის ბიჭი დაღუპა – რას ყვება დედა
მთავარი

ტრაგედიით დასრულებული შვებულება საქართველოში: რატომ გარდაიცვალა 23 წლის კრის­ტი­ნა სტა­ნი­ე­ნე თა­ვის 23 წლის შვილ­თან, კრის­ტუ­პას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი კვი­რით და­სას­ვე­ნებ­ლად და ახა­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად გა­ემ­გზავ­რა. თუმ­ცა, მოგ­ზა­უ­რო­ბის მე­ო­რე დღეს­ვე ახალ­გაზ­რდის...

დაწვრილებითDetails

დღეს პეტრე-პავლობა აღინიშნება

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
დღეიდან, პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო – რა უნდა იცოდეს, ვინც მარხვას აპირებს
მთავარი

12 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს.   თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლეს სახელობის (ავლაბარში მდებარე) ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და...

დაწვრილებითDetails

ძლიერი სტიქიის შედეგად თელავში მძიმე ვითარებაა – ევაკუირებულია მოსახლეობა

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
ძლიერი სტიქიის შედეგად თელავში მძიმე ვითარებაა – ევაკუირებულია მოსახლეობა
მთავარი

ძლიერი სტიქიის შედეგად თელავში მძიმე ვითარებაა. გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა თელავის ხევმა კავკასიონისა და ალაზნის გამზირების ნაწილი მთლიანად დატბორა. დატბორილია საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები, დაზიანებულია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"