LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ნინო ჩიკვაშვილი – წარმატებული ქალი ქუთაისიდან

დაპოსტა 2019/08/08-ში
A A
2k
ნახვა
გაზიარება

ქალი, რომელიც ლიდერობისა და წარმატების უპირობო მაგალითია. მეგა ტვ ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლის „პროგრესის“ დირექტორს ნინო ჩიკვაშვილს ესტუმრა,  რომელიც ტრადიციულ ქართულ-ებრაულ ოჯახში დაიბადა. ამით ამაყობს და  თვლის რომ ეთნიკურად მდიდარია, ორი  გული აქვს. განსხვავებული აზრით, ინტერესებით, იდეებით ბავშვობიდან გამოირჩეოდა, სურდა შეექმნა ის, რაც სასარგებლო იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და მომავალი თაობებისთვის. განათლების მიღება საბჭოურ პერიოდში მოუწია, თუმცა იმ დროსაც კი, როცა ყველაფერი ჩარჩოში მოქცეული იყო, თავისი, მტკიცედ ჩამოყალიბებული აზრი გააჩნდა, რომელსაც ხან მეგობრებს, ხანაც საკუთარ თავს წარმოსახვებში უზიარებდა.

ოჯახში, სადაც ნინო ჩიკვაშვილი დაიბადა 90%-ზე მეტი ექიმები იყვნენ, ამიტომ   ტრადიციისამებრ ოჯახის წევრებს მოლოდინი ჰქონდათ,  ნინოც ამ სფეროს გაყვებოდა. თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ, მან კატეგორიული უარი განაცხადა მედიცინას გაყოლოდა და  საერთაშორისო აკადემიაში ჩააბარა,  სადაც ერთდროულად ორ პროფესიას ეუფლებოდა _ სწავლობდა ინგლისურიდან პროფესიონალურ თარგმნას და ბიზნესადმინისტრირებას. არაერთი უცხო ენა აითვისა და მენეჯმენტსაც  დაეუფლა. სადოქტორო განათლების მენეჯმენტში დაიცვა. იხსენებს , რომ მისი  პირველი სამსახური საჯარო სკოლაში იყო.

მუშაობდა გაეროს ოფისში მოხალისედ. პარალელურად ქალთა ასოციაციაში  მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა. ამ ყველაფერმა , განსაკუთრებით კი მოსწავლეების მძაფრმა სურვილმა დაუფლებოდნენ ინგლისურ ენას, მისცა მოტივაცია ისეთი სკოლა დაეარსებინა, სადაც ამის რესურსი იქნებოდა. მიზნები ეტაპობრივად განახორციელა .  ყველაფერი ახალგაზრდული თეატრის შენობის ერთ ოთახში გახსნილი ცენტრით დაიწყო.

სკოლა ,,პროგრესი” ქუთაისში 2002 წელს დაარსდა. გარდაქმნის პროცესში ნინო აქტიურად იყო ჩართული.   ამბობს, რომ ძალიან რთული გზა გაიარა, თუმცა წარსულში რომ დააბრუნა არაფერს შეცვლიდა. ამაყობს იმით, მიუხედავად  ქვეყანაში შექმნილი სოციალურ, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ცვლილებებისა სკოლა მის   საქმეს ყოველთვის აკეთებდა და  არაფერზე იყვნენ დამოკიდებულნი. „სკოლის  წარმატებაც  ამაშია“-განმარტავს ნინო ჩიკვაშვილი.

ახლახანს  სკოლამ ამერიკული აკრედიტაცია მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლა ორმაგ  საქართველოს და ასევე, ამერიკულ საერთაშორისო დიპლომს გასცემს. დიპლომი  აღიარებულია მთელს მსოფლიოში . უკვე წარმატებული და ლიდერი ქალი სხვა ქალებს აძლევს რჩევას . იგი წარმატების საფუძველს განათლებაში ხედავს.

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი  ნინო ჩიკვაშვილი  ამერიკის შეერთებულ შტატებში , ლასვეგაში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასწავლებელთა განათლების საერთაშორისო ორგანიზაციის თავჯდომარედ აირჩიეს. ნინო ევროვუმენის სპიკერია, მალე ბედს ტედექს თბილისის სპიკერის კონკურსზეც ცდის. შესაძლოა ახლო მომავალში არასამთავრობოც დააფუძნოს, რომელიც  უმთავრესად ქალებს მიეძღვნება. ამასთან ერთად აპირებს სამივე ქალაქში ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში სასწავლო უნივერსიტეტი უცხო ენის  მასწავლებლებისთვის დააარსოს. სექტემბრისთვის კი პროგრესი კონკორდიას უნივერსიტეტის ქსელის  წარმომადგენელთან მემორანდუმს გააფორმეს, რომლის მიხედვითაც კურსდამთავრებულებს , სურვილის შემთხვევაში მეცამეტე წელი დაემატებათ ,  შემდეგად კი ისინი ამერიკაში ბაკალავრიატის პირდაპირ მეორე კურსზე სწავლებას შეძლებენ.  ასე რომ გეგმები დიდია ,წარმატებები სკოლა პროგრესს და ნინო ჩიკვაშვილს.

თეგები: ნინო ჩიკვაშვილისკოლა პროგრესი
გაზიარება1727

დაკავშირებული -პოსტები

სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი – ერთი საქართველო“ იმერეთის მოსახელობას შეხვდება

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი – ერთი საქართველო“ იმერეთის მოსახელობას შეხვდება
მთავარი

სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი - ერთი საქართველო“ აგრძელებს მოსახელობასთან შეხვედრებს რეგიონებში. 26-28 ივლისს კამპანიის ჯგუფი მიდის იმერეთში. ვიზიტის მთავარი მიზანია მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაცია, მათი პრობლემების, საჭიროებებისა და მოსაზრებების მოსმენა, ასევე...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ერთმანეთს ავტომობილი და სკუტერი შეეჯახა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ქუთაისში ერთმანეთს ავტომობილი და სკუტერი შეეჯახა
მთავარი

ქუთაისში ერთმანეთს ავტომობილი და სკუტერი შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ყოფილ ,,ქორწინების სახლთან" მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ მსუბუქად დაშავდა სკუტერის მძღოლი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და...

დაწვრილებითDetails

სანქციებულია „ინტერ რაო” – რა ელის „თელასსა“ და „თელმიკოს“

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
სემეკმა „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა
ეკონომიკა

"ინტერ რაოს" სანქცირების შემდეგ ექსპერტები ენერგოკომპანიების - თელასის და თელმიკოს გადარჩენის გზებს ეძებენ. მასალას ,,ტვ პირველი" აქვეყნებს. ექსპერტების შეფასებით, ყველაზე დიდი გამოწვევა საბანკო ოპერაციები, კომპანიის სამომავლო მფლობელობა და ქვეყნის რეპუტაციული...

დაწვრილებითDetails

ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. არსებული ინფორმაციით, ისინი ტურისტები არიან და თბილისიდან დასავლეთის...

დაწვრილებითDetails

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ
მთავარი

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ,,მეგობრებო ჩვენი ძმა და მეგობარი გოგი აბაშიძე ოთხშაბათს დილით 7 საათზე გავიდა მიცკევიჩიდან სათევზაოდ სანაპიროსკენ. ძირითადად ჩადიოდა საქართველოს ბანკის წინ. ვგულისხმობ სადაც არის ცენტრალური ოფისი. ტელეფონი...

დაწვრილებითDetails

26 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. თბილისში ჰაერი დღისით +37 გრადუსამდე გათბება, ხოლო ქვეყნის დასავლეთ ნაწილში უმეტეს ქალაქებში წვიმაა მოსალოდნელი. რიგ რეგიონებში ქარი დროგამოშვებით გაძლიერდება და 17-22 მ/წმ-ს...

დაწვრილებითDetails

დაკარგული სამხედრო მოსამსახურე დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
დაკარგული სამხედრო მოსამსახურე დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი იპოვეს -  ინფორმაცია ამის შესახებ მთავარს შსს-ში დაუდასტურეს. ,,სამწუხაროდ, გარდაცვლილი იპოვეს ტყეში ეს ბიჭი. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ახლობლების...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში 3.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ბოლნისიდან 52 კილომეტრში, ქალაქი დმანისის ჩრდილოეთით სოფელი უსეინქენდში იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი...

დაწვრილებითDetails

გოგონა, რომელმაც გუშინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა ლელა ფარტენაძეა

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
გოგონა, რომელმაც გუშინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა ლელა ფარტენაძეა
მთავარი

გოგონა, რომელმაც გუშინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა ლელა ფარტენაძეა - ინფორმაციას გვერდი ბათუმი ავრცელებს. “გულწრფელ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს ასეთი სითბოსთვის, მხარდაჭერისა და კეთილი სურვილებისთვის. როგორც დედამ, იმ წამს სხვაგვარად...

დაწვრილებითDetails

,,წვიმა, ელჭექი, ზღვაზე შტორმი…“ – ამინდის უარესდება

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ  საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი. ქვეყნის ტერიტორიის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"