LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“დღეს რთული დროა. ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე” – ილია მეორე

,,ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ასეთი მოთმინებით მივყევართ სასუფეველში”-ილია მეორე

დაპოსტა 2020/03/22-ში
A A
65
ნახვა
გაზიარება

დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა, ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ასეთი მოთმინებით მივყევართ სასუფეველში, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა:

“ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ჯვრის თაყვანისცემას, ჯვრის ტვირთვას, უნდა ვიტვირთოთ ჯვარი ჩვენი და ეს ჯვარი მიგვიყვანს ჩვენ სასუფეველში. „დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი“. დიდება და მადლობა უფალს. დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა, ჩვენ ვმადლობთ უფალს რომ ასეთი მოთმინებით მივჰყევართ სასუფეველში. უფალი მოწყალეა, უფალი ჩვენთანაა და ჩვენ მასთან ვართ. ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი გზა მივიდეს სასუფეველში. აი, თქვენ გეუბნებიან, რომ შორი-შორს დადექით, ეს არის საშუალება ეს არის მცირე საშუალება რომელიც მოგვცა უფალმა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს ამ რთულ გზაზე. გზა რთულია, მაგრამ ჩვენი გასავლელია. ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა. აი, ჩვენ სამღვდელოებას ვუთხარი მე, რომ ეს გზა მიგვიყვანს ჩვენ უფალთან და უფალი დაგვაყენებს მარჯვენა მხარეს. ვმადლობთ უფალს, რომ უფალი ასეთი მოწყალეა.

ჩვენი სახელები ჩაწერილია წიგნსა მას ცხოვრებისა და ეს სახელები სასუფეველია, სასუფეველშია. არ უნდა შეგვეშინდეს, ეს ჯვრის გზაა, გოლგოთა უნდა გავიაროთ ჩვენ და უფალი გვიადვილებს ამ გზას. საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. ღვთისგანგებითაა ეს ყველაფერი. ჩვენ ვმადლობთ უფალს. ეს რაც ხდება, გეუბნებიან, შორი-შორს დადექითო, ეკლესიის გარეთ დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის. ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია. მთავარი ის არის რომ ჩვენ არ განვშორდეთ უფალს, უფალთან ვიყოთ. ჩვენ რომ ვამბობთ ჩვენთან არს ღმერთი, ეს არის მთავარი. ჩვენ ვმადლობთ უფალს რომ ღირსი გაგვხადა სასუფეველისა.

დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა. მტკიცედ იდექით. წყალობა და მადლი ღვთისა თანამავალია ყოველთა დღეთა. არ შეგეშინდეთ, უფალი ჩვენთან არს. დალოცვლილი იყავით, გახარებული იყავით. „ჩვენთან არს ღმერთი“.

მე ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი, ყოველდღე უნდა ისხუროთ ნაკურთხი წყალი, თქვენ შვილებს, თქვენ ოჯახს, სახლს, კარ-მიდამოს და ბოროტი სული ვერ მოგეახლებათ თქვენ. თქვენ ბრძანდებით და ჩვენ ვართ რჩეულნი ღვთისანი და ჩვენ ვმადლობთ უფალს. გაიხარეთ“, – ბრძანა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა.

თეგები: ილია მეორეკათოლიკოს პატრიარქიქადაგება
გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში მამაკაცი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 6, 2026
0
ქუთაისში მამაკაცი დააკავეს
მთავარი

მეგა ტვ-ს ინფორმაციით ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე ნასვამი მამაკაცი დააკავეს. როგორც წყარო გვიყვება , მძღოლი ავტომობილს მაღალი სიჩქარით მართავდა . იგი პოლიციამ გადამოწმების მიზნით გააჩერა,  მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სამართალდამცავებს სიტყვიერი...

დაწვრილებითDetails

რა კადრები გაასაჯაროვა მშობელმა, რომელიხ ბაღს ძალადობაში ადანაშაულებს

by მეგა TV
ივნისი 6, 2026
0
რა კადრები გაასაჯაროვა მშობელმა, რომელიხ ბაღს ძალადობაში ადანაშაულებს
მთავარი

"საძინებელში არ დაუძნებია, ტატამები გვაქვს შეკერილი, რომ ბავშვებმა იკოტრიალონ და იმაზე წამოუწვენიათ" - ასე პასუხობს თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის დირექტორი, ბელა გაბუნია "პირველების" კითხვას, როგორ აღმოჩნდა მცირეწლოვანი ბავშვი იატაკზე.  ...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 500-დან 6 000 ლარამდე – ვის შეეხება ახალი რეგულაცია

by მეგა TV
ივნისი 6, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ეკონომიკურ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება უუქმდებათ და ამის ნაცვლად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სპეციალურ ბაზაში რეგისტრაცია მოუწევთ – შესაბამისი ცვლილებები „ტურიზმის შესახებ“ კანონში პარლამენტში ინიცირებულია. კანონპროექტის მიხედვით, ტურისტული საქმიანობის...

დაწვრილებითDetails

“ქართულ პოლიტიკაში პერსპექტივა არ გააჩნიათ” – ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე

by მეგა TV
ივნისი 6, 2026
0
ისტორიულად მსოფლიო პოლიტიკოსს მაშინ ესროდნენ, როდესაც ყველაზე მეტად იბრძოდა მშვიდობისთვის, გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარეა – ირაკლი ქადაგიშვილი
მთავარი

ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ, აჩვენებს, რომ მათ შორის არანაირი რეალური ერთობა არ არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება მიუთითებს იმას, რომ მათ...

დაწვრილებითDetails

მოსწავლეები სკოლებში ვეღარ შეძლებენ ტელეფონების, ლეპტოპების, ჭკვიანი საათების გამოყენებას

by მეგა TV
ივნისი 6, 2026
0
სარეკლამო შეტყობინებების გათიშვის ფუნქცია უფასო ხდება
მთავარი

საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ზვიად გაბისონიას ბრძანება სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ახალი, სავალდებულო წესის შესახებ. რეგულაცია ძალაში 2026 წლის 1 სექტემბრიდან შევა და გავრცელდება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების...

დაწვრილებითDetails

“დაპირისპირება რომ იქნებოდა, თავიდანვე ცხადი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთობა და ერთიანი პლატფორმა”- კახა კალაძე ოპოზიციაზე

by მეგა TV
ივნისი 6, 2026
0
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე
მთავარი

დაპირისპირება რომ იქნებოდა, თავიდანვე ცხადი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთობა და ერთიანი პლატფორმა. რეალურად, ბრძოლა მიდის, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური წარმომადგენელი, პარტია,- ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

by მეგა TV
ივნისი 6, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
მთავარი

გლობალურ ბირჟებზე ოქროს ფასი შემცირდა. ბოლო, 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 148 დოლარით დაეცა და 4 328 დოლარი შეადგინა. Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი...

დაწვრილებითDetails

იმერეთში უკანონო ტყითსარგებლობის 23 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივნისი 6, 2026
0
დიდი ოდენობით ხე-ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მაისში უკანონო ტყითსარგებლობის 163 ფაქტი გამოავლინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიან 31 მაისის პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობის 163 ფაქტი...

დაწვრილებითDetails

კიკვიძის ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 თვის დაგვიანებით დაიწყო

by მეგა TV
ივნისი 6, 2026
0
კიკვიძის ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 თვის დაგვიანებით დაიწყო
მთავარი

კიკვიძის სკვერის შესახებ გუშინ, "მეგა ტვ"-ს ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, სადაც ჩანს თუ როგორი ანტისანიტარიაა ბაღში დაგვიანებული რეაბილიტაციის ფონზე, დღეს ქუთაისის მერიამ გამოაქვეყნა ქარდი რომ, ბაღის რეაბილიტაცია დაწყებულია. https://www.youtube.com/watch?v=rh_kWtpmssw&t=2s ცნობისთვის,...

დაწვრილებითDetails

გარდაცვლილია ექსკურსიის მიკროავტობუსის მძღოლი – ავარია ავტომაგისტრალზე

by მეგა TV
ივნისი 6, 2026
0
“ერთმა მეორეს ესროლა ხელყუმბარა”-თბილისში ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა
მთავარი

რუსთავის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილია ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი. არსებული ინფორმაციით,  მაგისტრალზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის ექსკურსიის ორი მიკროავტობუსი, რის შედეგად ერთ-ერთი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"