ცნობილი უკრაინული დუეტი „პოტაპი და ნასტია“, რომელიც საქართველოში პირველი „ოქროს ტალღის“ დაჯილდოების სტუმარი იყო, საგანგებო განცხადებას ავრცელებს. რეპერი პოტაპი და მისი მეწყვილე ნასტია კამენსკი აცხადებენ, რომ ყველა ტიპის რუსულ კავშირებს წყვეტენ. ისინი აღარ იმღერებენ რუსულ ენაზე დაწერილ სიმღერებს და უკან დააბრუნებენ ყველა პრიზს, რაც რუსეთის ტერიტორიაზე მიიღეს.
„ცოტა ხნის წინ დუეტი ჩავწერე ოლგა ბუზოვასთან, კიდევ კარგი სიმღერა არ გამოვიდა, არც არასოდეს გამოვა, ჩვენ რუსეთთან ყველა ტიპის კონტრაქტს ვწყვეტთ“, – ნათქვამია პოტაპის განცხადებაში, რომელიც ამჯერად ნასტია კამენსკისთან ერთად ესპანეთში იმყოფება.
საინტერესოა, რომ დუეტი „პოტაპი და ნასტია“ რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფია.