გოგი წულაია თბილისში, გუშინ განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ამბობს,რომ ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, შესაბამისად აქციის მონაწილეებმაც აქცია- პერფომანსით თავისი სათქმელი თქვეს, დეპუტატებს კი თმენის ვალდებულება უნდა გააჩნდეთ . ისინი აზრს პარლამენში სხდომებზე უნდა აფიქსირებდნენ და არაადეკვატურად არ უნდა იქცეოდნენ. შეგახსენებთ, რომ აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელთან ცხვრები მიიყვანეს, რომლებიც მათი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს განასახიერებენ. აქციის მონაწილეებთან დეპუტატი ემზარ კვიციანი მივიდა, რომელმაც მომიტინგეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
“14 წელი ამტკიცებდნენ, რომ საქართველომ დაიწყო ომი, შემდეგ გადააკეთეს ” – ლევან ბეჟაშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე „ქართული ოცნების“ ნარატივი, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო, ჩამოიშალა. კერძოდ, ბეჟაშვილი ეხმაურება მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის,...








