ნამოხვან ჰესი გვანადგურებს, ქუთაისი საფრთხეშია-ამ მესიჯებით ქუთაისში ნამოხვან ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ ჰესის მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეებმა მოგვინებით კომპანიის ოფისისკენ გადაინაცვლეს, სადაც საკუთრი მოსაზრებები კიდევ ერთხე ხმამაღლა დააფიქსირეს. საბოლოო კი მსვლელობა ჯაჭვის ხიდთან სიმბოლურად დასრულდა.
შეგახსენებ რომ რიონის ხეობაში 433 მეგავატი სიმძლავრის ჰესს კომპანია “ქლინ ენერჯი გრუპი” აშენებს.









