საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 31 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი.შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 157 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 31, ხოლო ერთი გარდაიცვალა.
გარდაიცვალა ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი
ნარიმან მაქარაშვილი(ბერი ნიკოლოზი) ფონიჭალაში, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს . უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.










