LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ძალიან იოლად შეხედეთ გენეტიკურ პრობლემებს”- ზაზა ლომინაძე გახარიას გუნდის წევრს

“ძალიან იოლად შეხედეთ გენეტიკურ პრობლემებს”- ზაზა ლომინაძე გახარიას გუნდის წევრს

დაპოსტა 2026/04/29-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

მინდოდა გამეგრძელებინა თქვენი საუბარი იმ გამოწვევებზე, თუ რა გვაქვს დღეს საქართველოში, რა უნდა გავაკეთოთ თითოეული მოსახლისათვის, რა უნდა გავაკეთოთ იმ 100 ბავშვისათვის, ისევე, როგორც გავაკეთეთ იმ 20 ბავშვისათვის, რომელიც აქონდროპლაზიით არის დასნეულებული, მაგრამ, სამწუხაროდ, გაოცებას ვერ ვმალავ “გახარია-საქართველოსთვის” გუნდის გამონათქვამებით, ასეთი არ მოგვსწრებია პარლამენტში უკვე მეორე მოწვევაა, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ, ჯანდაცვის მინისტრ, მიხეილ სარჯველაძის ინტერპელაციაზე განაცხადა.

როგორც ლომინაძემ აღნიშნა, “გახარიას” გუნდის წევრს, ქეთევან ბაკარაძეს, ჰიპოკრატეს ფიცი დაავიწყდა, როდესაც პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლით, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც კოლეგებს, ისე დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს.

ის ასევე დაინტერესდა, როგორც ხელმძღვანელობდა გახარიას გუნდის წევრი 8 წლის მანძილზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს და განმარტა, რომ ბაკარაძემ, როგორც ექიმმა, უნდა იცოდეს, რას ნიშნავს გენეტიკური დაავადება და მედიკამენტი, რომელიც მის სამკურნალოდ არის გამოგონებული.

“ოპოზიციას ალბათ ეგონა, რომ მიხეილ სარჯველაძე რამეს არ უპასუხებდა, არ გაჩერდებოდა ბოლომდე, ან შეეშინდებოდა, ან უკან დაიხევდა. არა – ვინც ვიცნობთ მიხეილ სარჯველაძეს ამდენი წელია, ვიცით, თუ ვინ არის, რა წესიერი და პატიოსანი ადამიანია.
მინდოდა გამეგრძელებინა თქვენი საუბარი იმ გამოწვევებზე, თუ რა გვაქვს დღეს საქართველოში, რა უნდა გავაკეთოთ თითოეული მოსახლისათვის, რა უნდა გავაკეთოთ იმ 100 ბავშვისათვის, ისევე, როგორც გავაკეთეთ იმ 20 ბავშვისათვის, რომელიც აქონდროპლაზიით არის დასნეულებული, მაგრამ, სამწუხაროდ, გაოცებას ვერ ვმალავ “გახარია-საქართველოსთვის” გუნდის გამონათქვამებით, ასეთი არ მოგვსწრებია პარლამენტში უკვე მეორე მოწვევაა. ქალბატონო ქეთევან, თქვენ ჰიპოკრატეს ფიცი დაგავიწყდათ? იქ წერია არ ავნოო, არა მარტო პაციენტებს, არამედ, სხვასაც არ ავნოო. თქვენ, თქვენი გამოსვლით, შეურაცხყოფა მოგვაყენეთ თითოეულ ჩვენგანს, მინისტრს, იმ ბავშვებს მიაყენეთ შეურაცხყოფა. ეს იყო ამორალური. ჰიპოკრატემ თქვა, “არ ავნო” – თქვენ დაგავიწყდათ, სრულიად გახვედით საექიმო ჩარჩოებიდან, სრულიად გახვედით საპარლამენტო ჩარჩოებიდან. ამას არც ოპოზიცია ჰქვია. ასე არ საუბრობენ იმ სენსიტიურ თემაზე, რომელსაც დიუშენით დაავადებული ბავშვები ჰქვია, არ საუბრობენ ასე ჯანდაცვაზე, რომელშიც, ბოლო 15 წლის განმავლობაში, ნახეთ რა გავაკეთეთ ქვეყანაში – რამდენი იშვიათი დაავადების დაფინანსებას ვაკეთებთ აქ, ჩვენს გუნდთან, სამინისტროსთან ერთად. მხოლოდ ჯანდაცვის ბიუჯეტი 10-ჯერ გაიზარდა, 5-ჯერ გაიზარდა მთლიანად სამინისტროსი იმისათვის, რომ თქვენ არ ილაპარაკოთ ასე. თქვენ 8 წელი როგორ ხელმძღვანელობდით აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს? თქვენ თუ ასე ფიქრობდით მაშინ, რასაც ახლა ფიქრობთ და ამბობთ, მართლა ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე. ძალიან ცუდია ქალბატონო ქეთევან. ჯანდაცვის კომიტეტში სამი წლის წინ შევქმენით ფსიქიატრიის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ოპოზიციონერი “ნაციონალური მოძრაობიდან” – ერთი სიტყვა არ უთქვამს ზედმეტი, არნახული პრეცედენტი დავუშვით, ხელმძღვანელობდა და რაზე ვსაუბრობდით იცით? რა გავაკეთოთ, რით დავეხმაროთ იმ უმძიმეს პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ჩვენს ქვეყანაში ამა თუ იმ ფსიქიკური დაავადებით. თქვენ როგორ გვესაუბრებით? იცით, რომ დღეს, მსოფლიოში მიმდინარეობს 12 ათასზე მეტი საერთაშორისო კვლევა, რომელიც დიუშენის სინდრომს ეხება? იცით, რომ 31 ოქტომბერს დამთავრდება ევროპაში კვლევა, რომელიც “ეგზონ სკიპინგს” ეხება და მისი შედეგები დაიდება? იცით, რომ პირველი შედეგები უკან, ექსპერიმენტულ ნაწილში დაბრუნდა? მეტსაც გეტყვით, თქვენ, ისევე როგორც მე, როგორც ექიმმა, უნდა იცოდეთ, რას ნიშნავს გენეტიკური დაავადება და მედიკამენტი, რომელიც მის სამკურნალოდ არის გამოგონებული,” – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

მან ასევე ისაუბრა დიუშენის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტების კვლევის შესახებ დღეის მდგომარეობით არსებულ ინფორმაციაზე და აღნიშნა, რომ ბაკარაძემ გენეტიკურ პრობლემას ძალიან იოლად შეხედა, მისი გამოსვლა კი არასწორი და ამორალური იყო.

“GCA 03 და GCA 04 კვლევა მიმდინარეობს ახლა, EMA-ს თანხლებით ევროპაში და გამოქვეყნდება, რა შედეგებს მოგვცემს. თქვენ ძალიან იოლად შეხედეთ გენეტიკურ პრობლემებს და ეს არის სრულიად არასწორი და ამორალური გამოსვლა თქვენი მხრიდან, ქალბატონო ქეთევან, რაც ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო მართალი გითხრათ. ამ საკითხთან დაკავშირებით, თქვენ უნდა იყოთ ჩვენს გუნდთან ერთად, იმუშაოთ. გუშინ კომიტეტზე ბრძანდებოდით, ერთად ვიმსჯელეთ ამ საკითხზე, პეტიცია გადავუგზავნეთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდოს კიდევ, რა ხდება და რა გავაკეთოთ ამ ბავშვებისთვის, თითოეული მშობლისთვის. შექმნილია, იცით, ეს სამუშაო ჯგუფი და ვმუშაობთ. არ გასულა დღე, ორ წელზე მეტია ვმუშაობთ ამ საკითხზე, ბატონ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, თუ რა უნდა გავაკეთოთ დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებისათვის. ეს თქვენ კარგად იცით, მაგრამ, რატომღაც გვერდი აუარეთ ამ თემას. ეს არის სენსიტიური თემა, ეს არის უმძიმესი, ურთულესი დაავადება და თითოეული ბავშვის სიცოცხლე არის ჩვენი ქვეყნის საზრუნავი. მაშინ, როდესაც ამდენი გამოწვევაა დემოგრაფიულ პოლიტიკაში, ამდენი გამოწვევაა DRG-ისთან დაკავშირებით და მუდმივად არის შესაძლებლობები, თქვენთან ერთად ჩვენ ეს განვიხილოთ, მაგრამ, დღეს თქვენ ყველა ხაზი გადაშალეთ ურთიერთობის და თანამშრომლობის. თქვენ გახსოვდეთ ჰიპოკრატე, წეღან რომ დააძახეთ ბატონ მიხეილს, რომელსაც სხვა ფიცი აქვს იურისპრუდენციაში დადებული, თავად გაიხსენეთ ჰიპოკრატე.

თქვენ, თქვენი სიტყვებით, დღეს ტკივილი და მავნებლობა მიაყენეთ თითოეულ იმ ბავშვს, თითოეულ მშობელს, ბატონ მინისტრს, მის გუნდს, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს და ცდილობს, რომ რაიმე შევძლოთ და გავაკეთოთ.

თქვენ შეკითხვა დასვით კომპანიებთან, თუ რა გავაკეთეთ – დიახ, შუამავალ კომპანიებთან საუბრები და მსჯელობა არაერთხელ გვქონდა, თუ რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკეთესი იყოს ამ ბავშვების მდგომარეობა, როგორ ავიცილოთ თავიდან მათი ასეთი მძიმე მდგომარეობა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, ბატონ მიხეილს არაერთხელ ჰქონდა შეხვედრა მშობლებთან. მე პირადად, არაერთ საერთაშორისო კონფერენციას დავესწარი იმ მშობლებთან და ბავშვებთან ერთად, სადაც, ექიმებთან ერთად ვმსჯელობდით, რომელი მედიკამენტი ავირჩიოთ. ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელიც ყველაფერს მივიყვანთ ბოლომდე და შევასრულებთ ჩვენს სიტყვას. ბატონო მიხეილ, მადლობა თქვენ,” – განაცხადა ზაზა ლომინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ცვლილება, რომელიც მაისიდან ამოქმედდება

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
რეგულაცია, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება
მთავარი

2026 წლის მაისიდან საქართველოში რამდენიმე ახალი რეგულაციის ამოქმედება იგეგმება. მათ შორის, „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სამეწარმეო ვენახების გაშენებასთან დაკავშირებული წესები შეიცვალა. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 1-ლი მაისის...

დაწვრილებითDetails

დედოფლისწყაროში საკრებულოს წევრი დავით გონაშვილი სპორტდარბაზში გარდაიცვალა

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
“ქალმა იხუმრა” – 36 წლის ქალის მკვლელობის მოტივი ცნობილია
მთავარი

დედოფლისწყაროში საკრებულოს წევრი დავით გონაშვილი სპორტდარბაზში გარდაიცვალა - ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ის დღეს დილით სპორტულ დარბაზში შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა...

დაწვრილებითDetails

ხვალიდან მამუკა მდინარაძე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას -შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

ხვალიდან მამუკა მდინარაძე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას და ამის შემდეგ რაღას იტყვიან, როდესაც აღმოაჩენენ რომ კაბინეტიც აქვს, კანცელარიის აპარატიც საკმარისია და კოორდინაციაც ეფექტიანი იქნება?! - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, მამუკა...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს. „2026 წლის 28 აპრილს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა. სხდომა დაიწყო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის...

დაწვრილებითDetails

„სიკეთის, სიყვარულის ადამიანი დავკარგეთ…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს ემშვიდობებიან

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
„სიკეთის, სიყვარულის ადამიანი დავკარგეთ…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს ემშვიდობებიან
მთავარი

გურიაში ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას გლოვობენ. სოფელ შემოქმედში მცხოვრები 19 წლის ბიჭი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. 23 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული გიორგი სურგულაძე რამდენიმე დღე კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა, მისი გადარჩენა...

დაწვრილებითDetails

თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თერჯოლაში ყველის საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს. ფიზიკური პირი კ. კ. (მის: თერჯოლა, სოფ. კვახჭირი) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. ობიექტზე დაფიქსირდა...

დაწვრილებითDetails

ავარიის შედეგად, 10 წლის ბავშვის დაღუპვის ფაქტზე 19 წლის ბიჭი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
ავარიის შედეგად, 10 წლის ბავშვის დაღუპვის ფაქტზე 19 წლის ბიჭი დააკავეს
მთავარი

მარნეული-ბოლნისის გზატკეცილზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში ტრაგედია დატრიალდა.  ბავშვს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაღუპულია 10 წლის ელდარ ჰუსეინოვი. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოზარდს მანქანა სახლთან დაეჯახა. „ტრაგედია დატრიალდა, სიტყვები ზედმეტია... ბავშვის სახლთან...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 84 პირი და ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საზღვართან ახლოს მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოს საზღვრიდან 27 კმ-ში, თურქეთში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა. დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

დაწვრილებითDetails

29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   მშვიდად ადევნეთ თვალი მიმდინარე მოვლენებს და შეეცადეთ, შეუმჩნეველი დარჩეთ. ნუ იაქტიურებთ, ნუ დახარჯავთ ენერგიას წვრილმანებზე, პირიქით, მოიკრიბეთ ძალები და მოემზადეთ სიახლეებისთვის.     კურო   იყავით ფრთხილად, ნუ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"