LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა

” საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია”- მაკა ბოჭორიშვილი

დაპოსტა 2026/04/30-ში
A A
53
ნახვა
გაზიარება

საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია – ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, უნგრეთში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებსა და ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, წინააღმდეგობრივია დიალოგის აღდგენაზე საუბარი და პარალელურად საქართველოს მიმართ ზეწოლის მექანიზმების გამოყენება.

„ერთი მხრივ, ჩვენ ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება აღდგეს დიალოგი ევროკავშირსა და საქართველოს შორის და, მეორეს მხრივ, როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შანტაჟის მექანიზმი საქართველოსთან მიმართებაში. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დიალოგის აღდგენაზე, რა თქმა უნდა, იმაზე აღარ უნდა ვსაუბრობდეთ, როგორ უნდა დააშანტაჟო საქართველო და საქართველოს ხელისუფლება“, – აღნიშნა მინისტრმა.

როგორც ბოჭორიშვილმა განმარტა, უნგრეთში პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ზეწოლის მცდელობები მართლაც შეინიშნება, თუმცა მათი რეალიზების შესაძლებლობა შეზღუდულია.

„თქვენ გახსოვთ, ალბათ, ყულევის თემა სულ ცოტა ხნის წინ. ჩვენ ბევრი უსამართლო ნაბიჯი ვიხილეთ საქართველოსთან მიმართებით, გამორიცხვით ალბათ არაფერი არ უნდა გამორიცხო, თუმცა ძალიან რთულია დღეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იპოვო ის კონსენსუსი, რაც სჭირდება ამ საკითხის გატანას“, -აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრმა განმარტა, რომ მიუხედავად ცალკეული აქტორების სურვილისა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მიმართ არსებული მიდგომების უსამართლობას აცნობიერებს.

მისივე თქმით, საქართველოსთვის პრიორიტეტია ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზება, რაც ზეწოლისა და შანტაჟის გარეშე უნდა მოხდეს.

„ისევ და ისევ სჯობს ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება დაბრუნდეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ნორმალურ ჩარჩოში, ამას შანტაჟის ენით ვერაფრით ვერ მოვახერხებთ“, – განმარტა მინისტრმა.

ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ დეკლარირებულ პრინციპებსა და რიტორიკას შორის წინააღმდეგობა არსებობს.

„ევროკავშირის მისიის განცხადება მიდევს წინ: „ევროკავშირი საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს“… – ასეთი მუქარებით საუბარი ცოტა სხვა რეალობას ხატავს და სხვა აღქმას ტოვებს ჩვენს საზოგადოებაში და ჩვენს პოლიტიკურ წრეებში.

არაფერი გვაქვს დასაძალებელი, ნებაყოფლობით შეგვიძლია დავსხდეთ და ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ჭირდება ჩვენს ურთიერთობებს…

ჩვენი პოზიცია არის ძალიან ცხადი – ჩვენ არ შეგვიჩერებია დიალოგი, ჩვენ არანაირი საფუძველი არ ჩაგვიყრია იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო ევროკავშირის მხრიდან მიღებული. არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე. ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 2024 წლის ივნისი – არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ევროკავშირის ელჩმა განგვიმარტა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება სიტყვებით, რომ ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთან დიალოგი და შეჩერდა ევროინტეგრაციის პროცესი. მოგვიანებით გაკეთდა განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომელშიც ვერ ნახავთ ვერცერთ წინადადებას, რომლის საფუძველზეც შეიძლება გამოიტანო დასკვნა, რომ ჩვენ შევაჩერეთ ევროინტეგრაციის პროცესი. ეს განცხადება ითარგმნა ამგვარად და დღემდე ასეთი სპეკულაცია ხდება, თითქოს ჩვენ შევაჩერეთ ევროინტეგრაციის პროცესი, როცა ამ განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე უკვე ევროკავშირს ჰქონდა დასკვნები გამოქვეყნებული და ეს დასკვნები ევროკავშირის ელჩმა გვითარგმნა, როგორც დიალოგის შეჩერება და იმავდროულად ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება. ასე რომ, ეს დიალოგი, ეს ურთიერთობები შეჩერებული არის ევროკავშირის ბიუროკრატიის მიერ“, – განმარტა მაკა ბოჭორიშვილმა.

გადაცემა „დღის თემაში“ სტუმრობისას, მან ისაუბრა ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზეც და ელჩის განცხადებაზე, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას წინ უძღოდა.

„ბრიუსელიდან გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები, მათ შორის ისიც, რომ თავად ევროკავშირის ელჩი იყო აღნიშნული ღონისძიების მონაწილე, იწვევს სამართლიან შეშფოთებას როგორც საქართველოს პოლიტიკური წრეების, ისე ქართული საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ის საზოგადოება ვართ, რომელსაც კარგად გვახსოვს, საიდან მოვდივართ და სად მივდივართ. ამიტომ ასეთი განცხადებები ჩვენი საზოგადოების, პოლიტიკური წრეების მხრიდან აღქმული იყო, როგორც პირდაპირი მუქარა, რაზეც სრულიად სამართლიანი შეშფოთება გამოიხატა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის თქმით, ცინიკურია ბრალდებები ანტიევროპულ რიტორიკასთან დაკავშირებით, როდესაც ქართული მხარის სამართლიან რეაქციას ანტიევროპულ რიტორიკად მოიხსენიებენ.

„დღეს ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის ბრალდებები, თითქოს საქართველოს ან ქართულ პოლიტიკურ ელიტას აქვს ანტიევროპული რიტორიკა. ხშირად სწორედ რიტორიკაზე აპელირებენ, როდესაც საუბარია იმ გარემოებებზე, რომლებიც ერთგვარად აფერხებს დიალოგს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ცინიკურია ასეთი ბრალდებები მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იდგმება კონკრეტული აქტორების მხრიდან, მათ შორის ბრიუსელის ბიუროკრატიის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები იღებენ თავად ამ ღონისძიებებში მონაწილეობას და შემდგომ ჩვენი სამართლიანი რეაქცია არის შეფუთული, როგორც ანტიევროპული რიტორიკა“, – აღნიშნა მინისტრმა.

გაზიარება21

დაკავშირებული -პოსტები

8 და 11 წლის ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ფეხბურთის მწვრთნელი აყურებინებდა სხვა ბავშვებთან სქესობრივ კავშირს – ძალადობის შემზარავი ფაქტი საქართველოში
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა . პროკურატურის ცნობით,  "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, 8 და 11 წლის მოზარდებთან, სოციალური ქსელის - „TikTok“-ის...

დაწვრილებითDetails

ვინ მიიღებს 1 000 ლარამდე ერთჯერად დახმარებას

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლარი ისევ დაეცა
მთავარი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დახმარება ბავშვის დაბადების რიგითობის მიხედვით იზრდება: პირველ ახალშობილზე - 500 ლარი, მეორეზე - 600 ლარი, მესამეზე - 700 ლარი, მეოთხეზე - 800 ლარი. მეოთხე ბავშვის შემდეგ ყოველი ახალშობილისთვის...

დაწვრილებითDetails

ელჭექი, სეტყვა, ქარი – ამინდი მკვეთრად უარესდება

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და წყალტუბოში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
სამეგრელოში რძის პროდუქტების არალეგალური წარმოება გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ქუთაისსა და წყალტუბოში ინდივიდუალურ მეწარმეთა ნ. თ. -ის (მისამართი: ქუთაისი,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა -დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგებმა 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ
მთავარი

პირველ ოქტომბერს არის დღესასწაული ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა - მკურნალი ანუ „აღმადგინებელი“ „აღმადგინებელ" ხატს ევედრებიან სხვადასხვა სნეულებათა კურნებისათვის. უძველესი დროიდან ან ხატის წინაშე იკურნება უამრავი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ეს ხატი, წმიდა...

დაწვრილებითDetails

ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
მთავარი

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება. ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის...

დაწვრილებითDetails

დააკავეს გერმანიის მიერ მძიმე კატეგორიის დანაშაულერბებისთის ძებნილი ორი პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე აჭარაში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები, გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის გამოძალვის მიღების მიზნით ჩადენილი...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია თბილისში – უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ბინაში პოლიცია შევიდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

სპეცოპერაცია თბილისში - რამდენიმე საათის წინ, ქეთევან დედოფლის გამზირზე კრიმინალური პოლიცია ჩხრეკაზე საფრანგეთის მოქალაქესთან ნაქირავებ ბინაში შევიდა. თვითმხილველების თქმით, პოლიცია ნარკოტიკებს ეძებდა. TV პირველმა გაავრცელა კადრები, როგორ გამოიყვანეს დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

იკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები ჩანტლისყურიდან ახალსოფლის 1-ელ საჯარო სკოლაში გადაჰყავდათ. თვითმხილველების თქმით, სამარშრუტო ტაქსის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"