დედოფლისწყაროში საკრებულოს წევრი დავით გონაშვილი სპორტდარბაზში გარდაიცვალა – ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ის დღეს დილით სპორტულ დარბაზში შეუძლოდ გახდა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დავით გონაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2025 წლის მოწვევის საკრებულოში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით იყო არჩეული.










