თურქეთში, ქალაქ არდეშენში, სამუშაოდ წასული 26 წლის ახალგაზრდა ზღვაში დაიხრჩო –ინფორმაციას კირცხის გამგებელი ინგა ასათიანი ადასტურებს.
მისი ინფორმაციით, ცხედარს საქართველოში, სავარაუდოდ რამდენიმე საათში ჩამოასვენებენ.
მისივე თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი თურქეთში ჩაის საკრეფად ორი წლის წინ წავიდა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს ოჯახში დედა და ძმა ჰყავს.