თვითმკვლელობა გუშინაც სცადა – ამის შესახებ იმ გარდაცვლილი ქალის მეზობლები აცხადებენ, რომელიც დღეს მე-9 სართულიდან გადმოხტა.
“თვითმკვლელობა გუშინაც სცადა, თუმცა მეზობლებმა მისი შეჩერება შევძელით. გამოვიძახეთ სასწრაფო და დამამშვიდებელი გაუკეთეს, თუმცა შემდეგ მისი ნათესავები და მეზობლები სახლიდან გამოგვყარა. დღეს კი ნამდვილად გადმოხტა.” – ამბობენ მეზობლები “მეგა ტვ”-თან საუბრისას.
როგორც ცნობილია 68 წლის ქალს ფსიქიკური პრობლემბი ჰქონდა. იგი მარტო ცხოვრობდა. ბაღს უვლიდა და ფსიქიკურ პრობლემებს ასე უმკლავდებოდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ მეზობლები და ბავშვები ეზოში იმყოფებოდნენ, როდესაც ქალი ფანჯრიდან გადმოხტა. მათი თქმით, ბავშვები ტრაგიკული კადრების ხილვით შოკში ჩავარდნენ.
მეზობლები დანანებით საუბრობენ იმის შესახებ, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ შეძლეს.
შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.