საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ევროპის ფონდი შეხვედრებს მართავს. საინფორმაციო შეხვედრა დღეს ღია კარის საგრანტო პროგრამის თაობაზე შედგა. შეხვედრის ფარგლებში ფონდმა დაინტერესებულ ორგანიზაციებს ღია კარის საგრანტო მექანიზმის პირობები და კრიტერიუმები გააცნო. ღია კარის პროგრამა ღიაა ყველა ტიპის საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მათი პროექტისათვის, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას და, ამავდროულად, აქვს გავრცობის, რეპლიკაციის და მდგრადობის პოტენციალი. შეხვედრა ორგანიზაცია „საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ ოფისში გაიმართა. მომდევნო შეხვედრებს ევროპის ფონდი ოზურგეთსა და ბათუმში გამართავს.
ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარდაცვლილი გოგონა მარიამ ტყემალაძეა. ის თსუ-ს სტუდენტი იყო და საკმაოდ წარმატებული. გოგონა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა....









