თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიას იმიტომ ვიზიარებთ, რომ თამუნას სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალი არა აქვს, – ამის შესახებ კობა თამაზაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.
„თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიას იმიტომ ვიზიარებთ, რომ თამუნას სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალი არა აქვს. ეს ამბავი, ალბათ, მაინც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. თამუნა პერსპექტიული და ძალიან ნიჭიერი გოგონა იყო, მაღალანაზღაურებად სამსახურში მუშაობდა. არ ჰქონდა სტრესი და ფინანსური პრობლემები, სუიციდი რომ გადაეწყვიტა. თამუნა იქ ვიღაცამ დაიბარა. გოლთეთელებმა გვითხრეს, დაბნეული ჩანდა და ვიღაცას და რაღაცას ეძებდაო,“ – განაცხადა კობა თამაზაშვილმა.
5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 23 წლის ანა ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
გოგონას სიკვდილის სავარაუდო მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება, რომელსაც ოჯახი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. თამარ ბაჩალიაშვილის მამას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს, რაც იმას ნიშნავს რომ ადვოკატთან ერთად, საქმის მასალების გაცნობას შეძლებს.