LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“გარეჯი საქართველოა” – ეს ლოზუნგი არაფერს ნიშნავს, არსებობს ორი ვარიანტი – ლაშა დეისაძე

“გარეჯი საქართველოა” – ეს ლოზუნგი არაფერს ნიშნავს, არსებობს ორი ვარიანტი – ლაშა დეისაძე

დაპოსტა 2021/02/01-ში
A A
350
ნახვა
გაზიარება
“გარეჯი საქართველოა” – ეს ლოზუნგი არაფერს ნიშნავს, გარდა იმისა, რომ მასში მარტივი სიმართლეა გადმოცემული, გარეჯი ნამდვილად საქართველოა – ისტორიული ძეგლისა და აზრბაიჯან-საქართველოს სამომავლო ურთიერთობების შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე აქვეყნებს და ორ შესაძლო ვარიანტსა და მის შედეგებს განიხილავს:
“ისტორიულად არა მხოლოდ გარეჯი, არამედ ტაო-კლარჯეთი, ლორე-ტაშირი, აღმოსავლეთ კახეთი ანუ საინგილო, სოჭი ისტორიული საქართველოს შემადგენლობაში იყვნენ. სამწუხაროდ, ქართული ტერიტორიების დიდი ნაწილი დაიკარგა ომების შედეგად.
მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთის იმპერიამ უკვე საკმაოდ შემცირებული ტერიტორიების მქონე ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები და სხვა ქართული სამთავროები დაიპყრო. მართალია, რუსეთს ჰქონდა წარმატებული მცდელობა თურქეთთან ომებში, რომ კვლავ იმპერიისთვის შემოეერთებინა აჭარა, ახალქალაქის ნაწილი, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ განსხვავებული რეალობის წინაშე აღმოჩნდა რუსეთის იმპერია და მასში შემავალი ხალხები. 1917-1918 წლებში რუსეთში განვითარებულმა მოვლენებმა მას (რუსეთს) კავკასიური კოლონიები დააკარგვინა და აღმოცენდნენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებელი რესპუბლიკები, რომელთა შორის სახელმწიფო საზღვრები დადგენილი არ იყო. მეტიც, 1918 წელს, ტერიტორიული დავის მიზეზით, ომიც კი გაიმართა სომხეთ-საქართველოს შორის, რომელიც საქართველოს გამარჯვებითა და ზავით დასრულდა.
ამგვარ გაურკვეველ სასაზღვრო-ტერიტორიულ ვითარებაში მყოფ ხსენებულ სამ დამოუკიდებელ რესპუბლიკას (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) საბჭოთა რუსეთმა ომის ძალით ჩამოართვა სახელმწიფოებრიობა და ისინი ერთ პოლიტიკურ სუბიექტად – ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის სახით (1922 წ.) შეიყვანა მოდერზინებულ რუსულ იმპერიაში ანუ საბჭოთა კავშირში. ამ ფაქტს წინ უძღოდა ქართველი ინტერნაციონალისტების (იოსებ სტალინი, სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე, ბუდუ მდივანი და სხვ.) მიერ ქართული მიწების გასხვისება: საინგილო – აზერბაიჯანს; ლორე-ტაშირი – სომხეთს; ზემო ლარსი, ქვემო ლარსი, სოჭი – რუსეთს. ტაო-კლარჯეთი ლენინის რუსეთმა ქემალ ათათურქის თურქეთს გადასცა.
1936 წელს, ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის დაშლის შემდგომ, მისი სამი წევრი (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი), ცალ-ცალკე, დამოუკიდებელი სახით შევიდნენ საბჭოთა კავშირში, მაგრამ მათ შორის კვლავ არ იყო დადგენილი საზღვრები. გარეჯის მიდამოებში აზერბაიჯანელი მწყემსები ცხვარს აძოვებდნენ, იქვე იყო რუსული სამხედრო პოლიგონი… გარეჯში არსებული არცერთი მონასტერი ამ დროისთვის მოქმედი არ იყო. ბერთუბნის, უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრები აზერბაიჯანის სსრ-ს ტერიტორიად ითვლებოდა, თუმცა, საქართველოს სსრ-თან ოფიციალურად და საბოლოოდ საზღვარი არ იყო დადგენილი. საკითხი არც განიხილებოდა იმჟამად მწვავედ, რადგან ეს ერთი სახელმწიფო – საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი და მისი ტერიტორია იყო.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში, როდესაც საქართველოს სსრ კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი იყო ედუარდ შევარდნაძე, ხოლო აზერბაიჯანის სსრ კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი – ჰეიდარ ალიევი. შემდგომ მოლაპარაკებები გაგრძელდა ჯუმბერ პატიაშვილის საქართველოს სსრ ცკ-ს პირველი მდივნობისას, თუმცა, ყოველივე ამას არსებითი და ოფიციალური შედეგი არ მოჰყოლია… საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისათვის, როდესაც საქართველო და აზერბაიჯანი აღდგნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ტერიტორიული პრობლემა არ იყო გადაწყვეტილი ამ ორ ქვეყანას შორის და ისტორიულ ქართულ მიწაზე, გარეჯში არსებული ხსენებული სამი მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიულ საზღვრებში მოექცა, თუმცა, არა სამუდამოდ, არამედ საზღვრების დადგენა კვლავ დღის წესრიგში იყო და არის. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც, თუმცა, ოფიციალურად საკითხი დღემდე კვლავ ღიაა.
ამჟამად, მთელი სიმწვავითა და სიცხადით განიხილება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გარეჯის ძირძველი ქართული მიწის ტერიტორიული პრობლემა. არსებობს ორი ვარიანტი, რათა გარეჯში მდებარე ის მონასტრები, რომლებსაც ამჟამად აზერბაიჯანი თავის ტერიტორიად განიხილავს, დაუბრუნდეს საქართველოს:
1. მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან;
2. ომი აზერბაიჯანთან.
რასაკვირველია, პირველ ვარიანტს არ გააჩნია ალტერნატივა, საკითხი უთუოდ უნდა გადაწყდეს ისტორიული სამართლიანობისა და სამართლის თანამედროვე პრინციპების საფუძველზე აზერბაიჯანთან დიალოგით და არა უმისამართო და ხშირად ჩვენი ქვეყნისთვის საშიში ბრალდებების გაჟღერებით, თუმცა, განვიხილოთ მეორე ვარიანტიც: აზერბაიჯანი ამჟამად რეგიონში გამარჯვებული და ძლევამოსილი სახელმწიფოა, ათ მილიონამდე მოსახლეობით (ეთნიკური აზერბაიჯანელი მსოფლიოში ოცდაათ მილიონზე მეტია, მათ შორის, საქართველოში არის 285 ათასამდე, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საყურადღებო გარემოებაა), ერთ-ერთი საუკეთესო შეიარაღებით, აზერბაიჯანს ასევე ჰყავს არა დეკლარირებული, არამედ რეალური მოკავშირე სახელმწიფოები. აზერბაიჯანთან საქართველოს ომი ნიშნავს ჩვენი ენერგომდგომარეობის სრულ განადგურებას და რაც ყველაზე საშიშია საქართველოსთვის – თურქეთთან, ირანთან (ზოგადად მუსლიმურ ქვეყნებთან) ღია კონფლიქტს.
ამჟამინდელ ვითარებაში, როდესაც საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას და თბილისთან საკმაოდ ახლოს განლაგებულია რუსული საოკუპაციო ჯარი, ძალზედ საინტერესოა, რომელი სახელმწიფოს ინტერესებში შედის დაპირისპირება (მით უმეტეს საომარი მოქმედებები) საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის?! სწორედ, ამ გარემოებაზე პირუთვნელი მსჯელობა და სათანადო დასკვნის გამოტანა გახდის ნათელსა და ცხადს საკითხის ამჟამინდელი ქვედინებების რეალურ მიზეზს, არსსა და მიზანს.” წერს ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე ფესიბუკზე.
გაზიარება140

დაკავშირებული -პოსტები

გარდაიცვალა ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი

by მეგა TV
აპრილი 19, 2026
0
გარდაიცვალა ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი
მთავარი

ნარიმან მაქარაშვილი(ბერი ნიკოლოზი) ფონიჭალაში, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს . უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

ბინაში, 24 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აპრილი 19, 2026
0
“ქალმა იხუმრა” – 36 წლის ქალის მკვლელობის მოტივი ცნობილია
მთავარი

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში, 24 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს.   გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მარნეულის სოფელ ზემო სარალიდან თბილისში სასწავლებლად იყო ჩამოსული.   მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს....

დაწვრილებითDetails

75 წლამდე ასაკის ქალს მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ავარია თელავში - მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ვარდოშვილისა და ქეთევან წამებულის ქუჩების კვეთაზე მოხდა.75 წლამდე ასაკის ქალი შუქნიშანთან გზის გადაკვეთას ცდილობდა. სხეულის სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების...

დაწვრილებითDetails

ბოლო ერთ კვირაში საწვავი ისევ გაძვირდა

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
მთავრობას საწვავი გაუიაფდა – რამდენად იყიდის 1 ლიტრს
მთავარი

  საქართველოში საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს     აღსანიშნავია, რომ ფასების ცვლილება ეტაპობრივად ისახება ადგილობრივ ბაზარზეც. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის მონაცემებს თუ შევხედავთ, სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 4-დან 12-თეთრამდე გაძვირდა....

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობით დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტზე, სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აპრილს,...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
თოვლი, ძლიერი ქარი, შტორმი- სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. 19-21 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ...

დაწვრილებითDetails

“ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო” -ცოტნე ივანიშვილი

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
“ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო” -ცოტნე ივანიშვილი
მთავარი

ძალადობაზე საუბრით მინდა დავიწყო. ჩემი აზრით, ყველას გვტკივა, მე პირადად ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს, რა თქმა უნდა,ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო , - ამის შესახებ ბიძინა...

დაწვრილებითDetails

ოქრო კვლავ ძვირდება

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ოქრო კვლავ ძვირდება. ბოლო, 17 აპრილის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ფასი 46 დოლარით გაიზარდა და 4 831 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.9%-ით...

დაწვრილებითDetails

“დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა არის კოშმარი”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
შალვა პაპუაშვილი
მთავარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება" BBC-ის რიგით მესამე საჩივრით მიმართავს. პაპუაშვილმა განმარტა საჩივრების პროცედურა, რომელიც BBC-ის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო. პაპუაშვილის თქმით, „აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის...

დაწვრილებითDetails

„ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
„ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
მთავარი

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. სამტრედიაში ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. „გლოვობს ჩემი სამტრედია, გარდაიცვალა ახალგაზრდა, ალეკო ხაბეიშვილი. ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე, გაანადგურე და თავდაყირა დააყენე ყველას ცხოვრება, ვინც გიცნობდა. ნათელში იყავი,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"