“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საკუთარ მომავალზე მორიგი განცხადება გააკეთა.
“ჯერ კიდევ არ არის წინასწარ განსაზღვრული. ვნახოთ, რა მოხდება. არ მინდა, ფეხბურთიდან წასვლა ვინანო და ვთქვა, რომ კიდევ შემეძლო თამაში. ამას ცხოვრების ბოლომდე ვინანებდი. მინდა, რაც შეიძლება დიდხანს ვითამაშო”.
“იქამდე ვითამაშებ, სანამ ჩემზე უკეთესს არ ვნახავ. ასე რომ, ჯერჯერობით თამაშს ვაგრძელებ”, – ციტირებს 40 წლის შვედის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.