რამდენიმე წუთის წინ ხონი-ქუთაისის გზაზე საავტომობლო გზაზე ერთმანეთს ოპელისა და ნისანის მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ოპელის მარკის ავტომობილმა იქვე მცხოვრები მოსახლის ღობე შეანგრია, მგზავრი კი მანქანიდან გადმოვარდა. რაც შეეხება ნისანის მარკის ავტომობილს იგი არხში გადავარდა.
საბედნიეროდ, მძიმედ, არავინ დაშავებულა. ავარიის სავარაუდო მიზეზად საბურავის მოცურება სახელდება.