,,DMO Imereti- ს სახელით ანგარიშვალდებულად მივიჩნევ თავს ვაცნობო ჩვენი ქალაქის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, რომ მათ მიერ შეთავაზებული იდეების უმეტეს ნაწილს დღეს ქუთაისის საკრებულო განიხილავდა უკვე საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ საგრანტე კონკურსზე წარსადგენად.
შემდეგი ეტაპი საკონსულტაციო საბჭოს განხილვაა ?
მადლობა კერძო სექტორს ჩართულობისთვის!
მადლობა ქუთაისის საკრებულოს მხარდაჭერისთვის!
14 იდეა სულ მალე 14 გაწერილ პროექტად იქცევა რაც დააჩქარებს ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებას და ტურისტულად უფრო მიმზიდველს, საინტერესოს და კომფორტულს გახდის – ქუთაისს.
აქვე დავამატებ, რომ მარტში ჩვენს ერთობლივ შეხვედრაზე გაჟღერებული წინადადებების ნაწილი უკვე მიმდინარე პროექტების სახითაა წარმოდგენილი, მაგალითად, ფალიაშვილის ქუჩა – სწორედ ამ შეხვედრებზე შევთანხმდით, რომ მე- 19 საუკუნის პასაჟის რეკონსტრუქცია, განახლება და ტურისტულ მარშრუტებში აქტიური ჩართვა, როგორც გადახურული სავაჭრო გალერეის აუცულებელია.
მადლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს.
ასევე ქუთაისის მერიის მიერ უკვე გამოცხადებულია პროექტირების ტენდერი ” ოქროს ჩარდახის” რეაბილიტაციაზე. მადლობა მათ სწრაფი რეაგირებისთვის.
ურთიერთობის ასეთ ფორმატს ჩვენი სამსახურის ძვირფასს მონაპოვრად მივიჩნევ, რომელსაც ყოველთვის გავუფრთხილდებით. ??”- წერს DMO Imereti- ს ტატო ლილუაშვილი.