LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
არჩილ გორდულაძე დარჩო ხეჩუაშვილზე: ასეთი ადამიანი რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი საქმისთვის არ შემოვიდოდა, ეს ცალსახაა და საზოგადოებას ძალიან კარგად წარმოუდგენია, რა საქმისთვის შეიძლება იყოს მოსული

არჩილ გორდულაძე – ბატონო მოსამართლევ, რამდენ ხანს უნდა ვისმინოთ, ნიკა გვარამია რით ამაყობს? – თუ რამით სიამაყის გრძნობას განიცდით, გარეთ როცა გაბრძანდებით, თქვენი უფლებაა, იამაყოთ რამდენიც გნებავთ

დაპოსტა 2026/10/29-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

რამდენ ხანს უნდა ვისმინოთ, ბატონო მოსამართლევ, ნიკა გვარამია რით ამაყობს? თუ რამით სიამაყის გრძნობას განიცდით, გარეთ როცა გაბრძანდებით, ეს თქვენი უფლებაა, იამაყოთ რამდენიც გნებავთ. ნიკა გვარამია რით ამაყობს და რით არ ამაყობს, შეეძლო აქამდე ესაუბრა და ახლა სასამართლო სხდომა ვერ გამოდგება თავისი შეხედულებების და გრძნობების ბენეფისად. ძალიან გთხოვთ, დაუბრუნდეს სასამართლო სარჩელის განხილვის პროცესს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლო სხდომაზე მაშინ განაცხადა, როდესაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი სარჩელში ბრალდების სახით გამოყენებულ მისივე წინადადებას პასუხობდა იმასთან დაკავშირებით, რომ წინა ხელისუფლების წევრობით ამაყობდა.

კერძოდ, არჩილ გორდულაძის პროტესტი მოჰყვა განცხადებების სერიას, რომელიც ნიკა გვარამიამ ამ წინადადებით დაიწყო: „დიახ, მე მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის საუკეთესო, ჯერ ყოველ შემთხვევაში, ასეა, ხელისუფლების ნაწილი ვიყავი. შემიძლია დღესაც, აქაც გავიმეორო, ვთქვა და ვამაყობ იმით, რაც გავაკეთეთ. მაგრამ არის რაღაცები, რითაც არ ვამაყობ. ვისაც უმუშავია, ალბათ, ყველას ბიოგრაფიაში გვაქვს საამაყოც და ისეთი რამ, რაც არ გვეამაყება“.

როგორც ნიკა გვარამიამ არჩილ გორდულაძის პროტესტის საპასუხოდ აღნიშნა, მოსარჩელე მხარე სტრატეგიულ სარჩელში დაშვებული სტრატეგიული შეცდომებით მოპასუხე მხარეს შესაძლებლობების ფანჯარას უხსნის და შემდეგ ამ შესაძლებლობის გამოყენებას აპროტესტებს.

„ბატონო თავმჯდომარე, რა მეჩვენება იცით, რომ სარჩელში თვითონ გამიხსნის მეც და სხვებსაც არასწორი ტაქტიკით თუ სტრატეგიით შესაძლებლობების ფანჯარას და მერე, როგორც კი ვსარგებლობთ ამ შესაძლებლობის ფანჯრით, ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა და იწყებს პროტესტს. „უკან მიდევნებული ლამპრით“ ასეთი საკითხები არ წყდება. ჩემს წინააღმდეგ ბრალდება არის კონკრეტულ წინადადებაზე, მე გიყვებით ფაქტობრივ გარემოებას, რა ვიგულისხმე ამ წინადადებაში. თუ არ მომეცით შესაძლებლობა იმის დამტკიცების, რა ვიგულისხმე, ბრალდება რჩება ბრალდებად. ნუ განმისაზღვრავთ, რომ ერთ ნაწილს მოვყვე და მეორე ნაწილს არ მოვყვე. ბრალდება ჩემი თავისთვის მე ხომ არ წამომიყენებია, რომ ვამაყობ, ზუსტად იმ ადამიანმა თქვა, რომელმაც ახლა პროტესტი დააყენა. ეს მისი შეცდომაა, პროცედურული აცდენაა თუ რაც არის, მე შესაძლებლობას ვიყენებ და შესაძლებლობის გამოყენება და ჭკუაში მოტყუება, ზოგადად, ჭკვიანების ხვედრია და ასევე, საპროცესო უფლება. ვამთავრებ უკვე – ამდენი საამაყოც არ მაქვს“, – განაცხადა გვარამიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ მოსარჩელე მხარის პროტესტი სამართლიანად მიიჩნია.

„საკითხი, რაც მოსარჩელე მხარემ დააყენა პროტესტის სახით, მისაღებია ამ შემთხვევაში და რატომ – აბსოლუტურად გეძლევათ შესაძლებლობა უპასუხოთ წარდგენილ პრეტენზიებს. ის, რომ განათლების რეფორმით ამაყობთ, ის, რომ თანამდებობიდან რომ გადადექით იმისთვის, რომ ხელფასი არ გყოფნიდათ, ამით ამაყობთ, ეს ასე უნდა იყოს და განსაკუთრებული საამაყო ამაში არაფერი არ არის!“ – მიმართა ნადარაიამ გვარამიას.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

დიახ, მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის საუკეთესო ხელისუფლების ნაწილი ვიყავი, ვამაყობ იმით, რაც გავაკეთეთ – ნიკა გვარამია

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო
მთავარი

დიახ, მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის საუკეთესო, ჯერ ყოველ შემთხვევაში ასეა, ხელისუფლების ნაწილი ვიყავი. ვამაყობ იმით, რაც გავაკეთეთ, მაგრამ არის რაღაცები, რითაც არ ვამაყობ. ვამაყობ რუსეთის ბაზების გაყვანით საქართველოდან, სტრასბურგში რუსეთის...

დაწვრილებითDetails

“ელენე ხოშტარიას მდგომარეობის ამსახველი კადრები გვახსენებს, რა მძიმე ფასს ახდევინებს ივანიშვილის რეჟიმი ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა”

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
“ელენე ხოშტარიას მდგომარეობის ამსახველი კადრები გვახსენებს, რა მძიმე ფასს ახდევინებს ივანიშვილის რეჟიმი ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა”
მთავარი

ელენე ხოშტარიას მდგომარეობის ამსახველი კადრები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა მძიმე ფასს ახდევინებს ივანიშვილის რეჟიმი ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან - მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

დიტო ჩუბინიძე – რა ღარიბაშვილი?! ერთხელ მყავს თვალით ნანახი, ვინ იცნობს? – ღარიბაშვილი პოლიტიკოსია და სათავისოდ გამოიყენა სიტუაცია – მე დავრჩი პირისპირ ამ მგლების გარემოცვაში

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
პროკურატურამ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა
მთავარი

„რა ღარიბაშვილი?! ღარიბაშვილი ერთხელ მყავს თვალით ნანახი, ვინ იცნობს ღარიბაშვილს. ღარიბაშვილი პოლიტიკოსია და სათავისოდ გამოიყენა სიტუაცია - მე დავრჩი ამ მგლების გარემოცვაში პირისპირ, - ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ...

დაწვრილებითDetails

დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
პროკურატურამ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა
მთავარი

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. „მადლობა ღმერთს და მადლობა ზაზა ხატიაშვილს, ჩემს მეგობარს,...

დაწვრილებითDetails

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
კაცი ადგილზე დაიღუპა,ხობში მანქანა ქვეითს დაეჯახა
მთავარი

მდედრობითი სქესის სახელით მამკაცებს უკავშირდებოდნენ და გაცნობის საბაბით წინასწარ შერჩეულ ადგილზე შეხვედრას უნიშნავდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ - ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს - საკითხზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართა

დაწვრილებითDetails

წყალი 18:00 საათამდე შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება ?
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, მთაწმინდის რაიონში, ლ.ქიაჩელის ქ. N28-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. „სამუშაოების მიმდინარეობისას 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:...

დაწვრილებითDetails

“მამაკაცს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა…”- შსს

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

29 ოქტომბერს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში უმეტესად ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, სინოპტიკოსები +15 გრადუსს და წვიმას პროგნოზირებენ. გაგრა +24 მოღრუბლული სოხუმი +23 მოღრუბლული ზუგდიდი +23...

დაწვრილებითDetails

უაქციზო სიგარეტის შენახვა – გადაზიდვის ფაქტზე 5 პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე 5 პირი დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან 6 160 კოლოფი, ხოლო ავტომობილიდან...

დაწვრილებითDetails

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს. "სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"