ჩინეთის მედიის ინორმაციით, კორონავირუსი COVID-19 ჩინეთის უჰანის პროვინციაში პირველად 17 ნოემბერს დაფიქსირდა და არა დეკემბრის ბოლოს, [coronavirus-jh-dashboard height_px=”800px”]როგორც ამას ოფიციალური პირები აცხადებდნენ.
South China Morning Post-ი ფარულ სამთავრობო მონაცემებზე დაყრდნობით ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მხოლოდ გასული წლის ნოემბერში, ახალი კორონავირუსის სულ მცირე 266 შემთხვევა გამოვლინდა.
ცნობისთვის, ჩინეთის მთავრობა არაერთხელ დაადანაშაულეს კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში. გუშინ, დონალდ ტრამპის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, რობერტ ობრეინმა განაცხადა, რომ „ჩინეთის მიერ ინფორმაციის დამალვამ, მსოფლიოს ორი თვე დააკარგვინა, რომ საპასუხო ზომები მიეღო“.