LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კომუნიკაციების კომისიამ ITU-ს და ევროპის რეგიონის ფორუმის მონაწილეებს 5G-ის განვითარებასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ვითარება გააცნო

ComCom-მა 5G აუქციონის ჩასატარებლად საჯარო კონსულტაციები დაიწყო

დაპოსტა 2023/04/07-ში
A A
49
ნახვა
გაზიარება

კომუნიკაციების კომისიამ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად  საჭირო აუქციონის ჩასატარებლად, საჯარო კონსულტაციები დაიწყო. საჯარო კონსულტაციების მიზანია აუქციონის გამოცხადებამდე ყველა დაინტერესებულ პირს მიეცეს შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები აუქციონის პირობებთან დაკავშირებით. მე-5 თაობის ინტერნეტის დასანერგად, აუქციონი 23 ლოტზე გამოცხადდება. აუქციონების ფარგლებში დაგეგმილია 700, 3400-3700 და 2600 მეგაჰერცის დიაპაზონების სიხშირული ზოლების გამოტანა. ასევე, დამატებით დაგეგმილია 800 მეგაჰერცის ზოლის გამოტანა.

5G – ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად  გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს,  შეამცირებს დაყოვნებას  და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.

5G ქსელების აგებისას, ოპერატორებმა უნდა იხელმძღვანელონ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ხელს შეუწყობს ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას.  ქსელის განვითარებასთან ერთად, კომპანიები, რომლებიც მე-5 თაობის ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირეს მოიპოვებენ, ვალდებულნი იქნებიან, მობილური ვირტუალური ოპერატორი – MVNO საკუთარ ქსელზე დაუშვან. კერძოდ, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება აწარმოოს მოლაპარაკებები შესაბამის ქსელზე დაშვების ყველა მსურველ MVNO ოპერატორთან, სამართლიანი და არადისკრიმინაციული პირობებით. ეს 5G სიხშირის მოსაპოვებლად ყველა ლოტზე აუცილებელი წინაპირობაა.

კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადდება ოთხი აუქციონი ოთხ კომბინირებულ აბსტრაქტულ ლოტზე, რომლებიც ერთმანეთისგან დაფარვის ვალდებულებებით და ფასით განსხვავდებიან. ოთხივე კომბინირებული აბსტრაქტული ლოტი სიხშირული სპექტრის ორი განსხვავებული დიაპაზონის ზოლებისგან  შედგება და დასახლებული პუნქტების დაფარვის სხვადასხვა ვალდებულებას ითვალისწინებს, რაც შესაბამისად განაპირობებს რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის განსხვავებულ საწყის საფასურს. პირველი კომბინირებული ლოტის საწყისი საფასური  4 984 000 ლარი იქნება, მე-2 კომბინირებული ლოტის – 2 530 900 ლარი, მე-3 კომბინირებული ლოტის – 2 593 800  ლარი,  მე-4 კომბინირებული ლოტის  კი  – 2 656 700  ლარი.

ოპერატორები, რომლებიც მოიპოვებენ მოცემულ სიხშირეებს ვალდებული იქნებიან 5G ქსელით ეტაპობრივად დაფარონ საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები შემდგომი 3-7 წლის განმავლობაში. 2600 და 3600 მეგაჰერცის სიხშირეები უზრუნველყოფს ინტერნეტის სიჩქარის რამდენჯერმე გაზრდას მსხვილ დასახლებულ პუნქტებში, ხოლო 700 და 800 მეგაჰერცის სიხშირეები ძირითადად გამოყენებული იქნება მოსახლეობის ნაკლები სიმჭიდროვის მქონე დიდი სივრცეების დასაფარად.

გარდა 4 კომბინირებული ლოტისა, აუქციონი დამატებით კიდევ ცალკე მდგომ 19 ლოტზე გამოცხადდება. ყველა ლოტის ფასი განსხვავებულია სიხშირული სპექტრის დიაპაზონისა და ზოლის სიგანის  მიხედვით. ცალკე მდგომ ლოტებზე აუქციონებში მონაწილეობის უფლება ექნება მხოლოდ იმ პირს, რომელიც გამოცხადდება გამარჯვებულად კომბინირებულ ლოტებზე გამოცხადებული აუქციონებიდან ერთ-ერთში მაინც.

ტექნოლოგიების სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის ევროკომისიამ 2020 წელს წევრ ქვეყნებს მისცა რეკომენდაცია, რომ Covid 19-ის პანდემიის დასრულების შემდეგ, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და მობილური ქსელების განვითარების მიზნით, მიიღონ ეფექტიანი გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს 5G-სთვის განკუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ლიცენზიების დროულ გაცემას და ფინანსურ შეღავათებს. კომუნიკაციების კომისიამ გაიზიარა ევროკომისიის რეკომენდაცია და შეიმუშავა ცვლილება, რომლის მიხედვითაც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურისთვის ფასდაკლების დაწესების შესაძლებლობა 5%-20%-დან 80%-მდე გაიზარდა.

5G ტექნოლოგიის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აქტიური სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო. 5G-ის დანერგვისთვის საჭირო სიხშირული რესურსის გაცემის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ საკონსულტაციო დოკუმენტი გამოაქვეყნა და აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებით საზოგადოებას საკუთარი ხედვა წარუდგინა. დოკუმენტი მოიცავს დეტალურ ინფორმაციას აუქციონის პირობებისა და ვალდებულებების შესახებ, მათ შორის, 5G მომსახურებისთვის ხელმისაწვდომი სიხშირეების, საწყისი საფასურის, ლოტების, საქმიანობის დაწყების, დაფარვის და სხვა ვალდებულებების შესახებ. 5G-ის დანერგვისთვის საჭირო პარამეტრები და პირობები კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიის გადაწყვეტილებების და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა, ხოლო სიხშირული რესურსის საფასური ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალ კომპანია
„Ernst & Young“-ის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა.

5G ინტერნეტის აუქციონის პირობებისა და ვალდებულებების  შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება დღეიდან ყველა დაინტერესებულ პირს კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე ( www.comcom.ge ) შეუძლია.

translator

 

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი ენერგიული დღეა. საქმეში შეიძლება ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე დეტალები კარგად გადაამოწმე. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ურთიერთობას დააახლოვებს.   კურო დღეს სტაბილურობა და ფინანსური საკითხები იქნება მნიშვნელოვანი. შეიძლება საინტერესო...

დაწვრილებითDetails

27 სექტენბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +16°. სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის...

დაწვრილებითDetails

დღეს ჯვართამაღლებაა – რომელი ლოცვა უნდა წაიკითხო

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
ლოცვა,რომელიც ჯვართამაღლების დღესასწაულზე იკითხება
მთავარი

27 სექტემბერს მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ 27 სექტემბერს მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ.   ეს დღე მოციქულთა სწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337) სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ...

დაწვრილებითDetails

სოხუმის ოკუპაციიდან 33 წელი გავიდა

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა (+ფოტო)
მთავარი

სოხუმის ოკუპაციიდან 33 წელი გავიდა – სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. აფხაზეთში ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 27 სექტემბერს სოხუმის ოკუპაციით დასრულდა. საბრძოლო მოქმედებების მთელი...

დაწვრილებითDetails

დღეს სავსე მთვარეობაა – ვის რა ელის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
15 დეკემბერს, 2024 წლის ბოლო სავსე მთვარე – ასტროლოგის რჩევა
მთავარი

26 სექ­ტემ­ბე­რი ემო­ცი­უ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა - სავ­სე მთვა­რე ვერ­ძის ნი­შან­შია. ეს პე­რი­ო­დი ხში­რად უკავ­შირ­დე­ბა რა­ღა­ცის დას­რუ­ლე­ბას, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მო­მენტს და იმ სა­კი­თხე­ბის ზე­და­პირ­ზე ამოს­ვლას, რომ­ლე­ბიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უკა­ნა პლან­ზე...

დაწვრილებითDetails

გუდაურში, ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა – არიან დაშავებულები

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გუდაურში ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...

დაწვრილებითDetails

პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა
მთავარი

26 წუთიანი რეანიმაცია და დაბრუნებული გულისცემა - კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე სასწრაფო სამედიცინო დახმარების თბილისის მე-5 ფილიალში გამოძახება შევიდა ლოზუნგით „არტერიული ჰიპერტენზია“. 1709 ბრიგადა უკვე გამოძახების ადგილთან ძალიან ახლოს იყო,...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი ხვიჩა ირემაძეა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი ხვიჩა ირემაძეა
მთავარი

„საშინელი ტრაგედია ტრიალებს“ - ცნობილია სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა. ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში მცხოვრები, 21 წლის ხვიჩა ირემაძეა. - ინფორმაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. როგორც უკვე ვწერდით, გუშინ სამტრედიაში...

დაწვრილებითDetails

აფეთქება ათენის ცენტრში – არის მსხერპლი

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
აფეთქება ათენის ცენტრში – არის მსხერპლი
მთავარი

ათენის ცენტრში, საცხოვრებელ სახლში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა - ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის დედაქალაქის ტურისტულ რაიონში აფეთქება პარასკევს მოხდა, რის შედეგადაც, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი...

დაწვრილებითDetails

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
„A“ ლიგისთვის მზად არ ვართ” – ვილი სანიოლი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 2028 წლის ბოლომდე ნაკრებს ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება 21-წლამდელთა ნაკრებს, რომელსაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"