რეგიონები

სოფელ ქვემო ბოლნისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

სოფელ ქვემო ბოლნისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

45 წლის მამაკაცი 15 წუთის განმავლობაში ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარი შვილების მიმართულებით ისროდა

ვარკეთილის მესამე მასივის მე-4 მიკროში 45 წლის მამაკაცი 15 წუთის განმავლობაში ისროდა ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარი შვილების მიმართულებით. გავრცელებული ინფორმაციით შვილებმა...

დაწვრილებითDetails

2021 წლიდან მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ევროპული ბაზრის მსგავსად, ვირტუალური ოპერატორები გაჩნდებიან

კომუნიკაციების კომისიამ მობილური კომუნიკაციების ბაზრის განვითარების მიზნით, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და  ევროპის ქვეყნების მსგავსად, 2021 წლის თებერვლიდან, საქართველოში ვირტუალური ოპერატორები (MVNO) შეძლებენ ოპერირებას. კომისიის გადაწყვეტილებით, მნიშნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს დაეკისრა ვალდებულება...

დაწვრილებითDetails

პრემიერმა ქუთაისის შემოვლითი გზის სამუშაოები დაათვალიერა – მაგისტრალის 19კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ივლისიდან დაიწყება

ქუთაისის შემოვლითი გზის 4ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის სამუშაოები კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად არ შეჩერებულა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და...

დაწვრილებითDetails

გიორგი გახარია ტურიზმის სექტორს – ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული – მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, როგორ დაიცავთ წესებს და თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული

აქ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული - მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, ამ წესებს როგორ დაიცავთ და თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული, რა რაოდენობით და COVID-ის თვალსაზრისით, როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს, რამდენად ორგანიზებულად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ქუთაისში, ტურიზმის სექტორთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ის, რაც ქვეყანამ შეძლო ინფექციის და ეპიდემიის გავრცელების რისკების მართვაში, უნდა აისახოს კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებში. „რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებებს კონკრეტულ სახელმწიფოებთან, საიდანაც ჩვენ გვაქვს რეალური შანსი, პირველი ტურისტები მივიღოთ, ეს არის ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ავსტრია. ის, რაც ჩვენ შევძელით ინფექციის და ეპიდემიის გავრცელების რისკების მართვაში, ეს ნელ-ნელა გადავთარგმნოთ კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებში. კონკრეტული ეკონომიკური შედეგი არის ჩამოსული ტურისტების რაოდენობა. აქ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული - მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, ამ წესებს როგორ დაიცავთ და თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული, COVID-ის თვალსაზრისით, ჩვენ რა რაოდენობით და როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს, რამდენად ორგანიზებულად. ეს ეხება ბევ სექტორს, რესტორნებს, ტრანსპორტს. განსაკუთრებით, იმერეთში, სადაც ადამიანები უფრო მეტს მოგზაურობენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სასტუმროების მიერ უსაფრთხოების ნორმების დაცვის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სახელმწიფო სასტუმროებს შესაბამის დახმარებას გაუწევს, რათა მათ მეტი სტუმრის მიღება შეძლონ. „ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროებში დაწყებულია კონკრეტული სასტუმროებისგან განაცხადების მიღება, რომ - მოდით, შემამოწმეთ და თუ ვაკმაყოფილებ, გავიხსნები. რაღაც რაოდენობა შემოწმებულია. გუშინ თბილისს ამოწმებდნენ. 75-დან თბილისში 15-მა გაუძლო. ამ  ციფრმა არ უნდა შეგაშინოთ. მოგეხსენებათ, რომ თბილისში ბევრია დიდი სასტუმრო, მაგრამ პატარა სასტუმროებს მოთხოვნები ცოტა სხვანაირი აქვთ. ამიტომ, უნდა შეხვიდეთ განაცხადით და ნახოთ, მოთხოვნა როგორია და მათი დაკმაყოფილება არ არის რთული. ამ ყველაფერში ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროები დაგეხმარებიან. როგორც კი მიიღებთ უფლებას, პირველი იქნება შიდა ტურიზმი, მერე უკვე ტურიზმის სააგენტო დაგეხმარებათ. მარტივად წარმოიდგინეთ - ქვეყანაში იქნება  სასტუმროები, რომლებმაც გაიარეს შემოწმება და აკმაყოფილებენ რაღაც სტანდარტს. ამ სასტუმროების ჩამონათვალი ეცოდინება ყველას. ჩვენ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაინტერესებულები ვართ, რომ ამ სასტუმროების სია მივიტანოთ ჩვენს უცხოელ პარტნიორობამდე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დაწვრილებითDetails

საქართველო 1-ლი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებს ელოდება-პრემიერი აეროპორტში მივიდა

საქართველო 1-ლი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებს ელოდება, შესაბამისად, მსოფლიო პანდემიის გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნის აეროპორტებში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები აქტიურად ინერგება, - საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ჰუმანიტარული დახმარება ბულგარეთიდან

 400 სპეციალური კომბინიზონი, ამდენივე სახის ფარი და სათვალე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირადად ბულგარეთის ელჩმა...

დაწვრილებითDetails

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტმა განცხადება გაავრცელა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „უსაფრთხოების კომიტეტი“ აცხადებს, რომ მათმა წარმომადგენლებმა იმ ზონის რადიაციული და ქიმიურ-ბიოლოგიური დაზვერვა განახორციელეს, სადაც, მათივე მტკიცებით, ქართულმა უპილოტო...

დაწვრილებითDetails

კორონავირუსის 4 ახალი დადასტურებული შემთხვევაა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 4 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება და დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია,...

დაწვრილებითDetails

,,ჰოსპიტალიზაცია არ შეგვიძლია“-სომხეთში ეპიდსიტუაცია გამწვავდა

სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსული ინფექციით ინფიცირების   697 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ამ ქვეყანაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ....

დაწვრილებითDetails
Page 361 of 460 1 360 361 362 460

კატეგორიები