გილოცავთ, მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!
🥈 ძალოსანმა ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
🏋️ ეგვიპტეში მიმდინარე ძალოსანთა (U20) მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრების წევრმა, მარიამ მურღვლიანმა (86 კგ.) იასპარეზა.
🇬🇪 ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავასა და მწვრთნელის, ილია თვალოძის ხელმძღვანელობით ატაცში 111 კგ. დაძლია, ვერცხლის მედალი დაისაკუთრა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.
🇬🇪 მურღვლიანმა აკვრაში დაძლეული 131 კილოგრამით მე-4 ადგილი დაიკავა , იგივე პოზიციაზეა ორჭიდში მოგროვილი 242 კილოგრამითაც
🇬🇪 მარიამმა საქართველოს რეკორდის დამყარებაც შეძლო. ძალოსანმა ატაცში რეკორდი, რომელიც მასვე ეკუთვნოდა, 5 კილოგრამით, ხოლო ორჭიდში 4 კილოგრამით გააუმჯობესა.
🇬🇪 თემურ ჯანჯღავა – ქალ ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი
🇬🇪 ილია თვალოძე – ქალთა ნაკრების მწვრთნელი
🇬🇪 აკაკი კაკაბაძე – მარიამ მურღვლიანის პირადი მწვრთნელი
🇬🇪 გიორგი ჭინჭარაული – ექიმი-რეაბილიტოლოგი
წყარო: ხონის ხევნილთა საინიციატივო ჯგუფი.










