საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, მამაკაცი, რომელიც ვარკეთილში, რამდენიმე საათის განმავლობაში საკუთარ საცხოვრებელ ბინაში იყო ჩაკეტილი და რომელმაც რამდენჯერმე უმისამართო გასროლა განახორციელა, მოლაპარაკებების შემდეგ სამართალდამცავებს ჩაბარდა.
ვაჟა სირაძის განცხადებით, მამაკაცს ამ წუთას სამედიცინო დახმარება უტარდება.
„მოლაპარაკებების შედეგად აღნიშნულმა პიროვნებამ საცხოვრებელი სახლი დატოვა, ჩაგვბარდა, ჩვენთან არის, უსაფრთხოდ არის. არავინ დაშავებულა ღონისძიების შედეგად. ამ ეტაპისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარება უტარდება”, – განაცხადა სირაძემ.