რეგიონები

გიორგი გახარია – მიკრო გრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე, ხოლო მინიმალური საგრანტო თანხა 20-დან 30 ათას ლარამდე გაიზარდა

მიკრო გრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ძალზედ ეფექტურად მუშაობდა ამ პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 40 მილიონ ლარამდე და გარდა ამისა, მინიმალური საგრანტო თანხა გაიზარდა 20-დან 30 ათას ლარამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს არის იმ მოქალაქეების პირდაპირი დახმარება, რომლებიც მზად არიან, დაიწყონ ახალი ბიზნესი, აიღონ გარკვეული რისკი თავიანთ თავზე და წარმატების შემთხვევაში დაასაქმონ სხვაც. „ცვლილებები იქნება „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც ჩვენ დღეს მივიღებთ. ამ ცვლილებებს აქვს ბევრი სხვადასხვა მიმართულება. მე გამოვყოფ მხოლოდ ერთს, რაც ასევე მნიშვნელოვანია  - მიკრო გრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ძალზედ ეფექტურად მუშაობდა ამ პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 40 მილიონ ლარამდე და გარდა ამისა, მინიმალური საგრანტო თანხა გაიზარდა 20-დან 30 ათას ლარამდე. ეს არის ასევე პირდაპირი დახმარება იმ ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც მზად არიან, ამ გაურკვევლობაშიც დაიწყონ ახალი ბიზნესი, შევიდნენ ახალ პროექტებში, აიღონ გარკვეული რისკი თავიანთ თავზე და წარმატების შემთხვევაში დაასაქმონ სხვაც. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ ღონისძიების გატარებას აქვს არა მარტო სოციალური, არამედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური დატვირთვა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებს აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება და სარგებლობის შესაძლებლობა უახლოეს ერთ თვეში,  საზოგადოებრივი ცენტრების და იუსტიციის სახლების მეშვეობით ექნებათ. „გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ „აწარმოე საქართველო“ ისევე, როგორც სოფლის მეურნეობის პროგრამები უახლოეს ერთ თვეში, საზოგადოებრივი ცენტრების და იუსტიციის სახლების მეშვეობით, პირდაპირ მივლენ თითოეულ ჩვენს მოქალაქესთან, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ბიზნესის, ადგილობრივი წარმოების და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად,  იუსტიციის სამინისტროს 100 ადგილობრივ სივრცეში იქნება განთავსებული და იმის მაგივრად, რომ ჩვენი მოქალაქეები, ფერმერები, მეწარმეები, იმის მაგივრად, რომ ჩამოსულიყვნენ თბილისში და აქ, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ერკვიათ ამა თუ იმ პროგრამის დეტალები, ახლა ეს პროგრამები იქნება ადგილობრივ დონეზე რაიონში, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენი მოქალაქეები ეფექტურად გამოიყენებენ’, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დაწვრილებითDetails

ტრაგედია ოზურგეთში-6 წლის ბავშვი წყლიან ორმოში იპოვეს

ტრაგედია ოზურგეთში გუშინ მოხდა, სოფელ გურიანთაშირვა საათიანი ძებნის შემდეგ, 6 წლის ბიჭი ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის უკან, დაახლოებით, ერთი მეტრის სიღრმის,...

დაწვრილებითDetails

რატომ ჩაიკეტა ენგურზე დეფაქტო საზღვარი?

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებით, 1-ელი ივნისიდან მდინარე ენგურზე ე.წ. საზღვარი კვლავ ჩაიკეტა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ დე ფაქტო...

დაწვრილებითDetails

ტრაგედია ნოჯიხევში- გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სოფელ ბიიდან მომავალი მინივენის ტიპის ავტომობილი...

დაწვრილებითDetails

თბილისში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე არსებულ გაზგასამართ სადგურზე, სადაც აფეთქება მოხდა, ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა,...

დაწვრილებითDetails

გიორგი გახარია – ჩვენ უნდა ჩავატაროთ შესანიშნავი, იდეალური, საუკეთესო არჩევნები ამ ქვეყანაში

ყველა ის სოციალური პროგრამა, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, არის გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკას, თითოეულ მოქალაქეს, ოჯახს ჰქონდეს შესაძლებლობა, რაც შეიძლება სწრაფად და მინიმალური დაკნაკლისებით გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, იყო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მისივე თქმით, კრიზისი არის ერთმნიშვნელოვნად შესაძლებლობა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს და კეთდება იმისთვის, რომ ერთის მხრივ, ქვეყანა გაუმკლავდეს გამოწვევებს, ხოლო მეორეს მხრივ, ჩატარდეს შესანიშნავი, იდეალური და  საუკეთესო არჩევნები. „კრიზისი არის ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად შესაძლებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ კრიზისის შემდეგ ქვეყანაში არ დარჩეს დაუსრულებელი მშენებლობები, გავაკეთებთ და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ კრიზისის შემდგომ, ისე როგორც 2008 წლის შემდგომ ათობით ათასი ადამიანი არ გაღატაკდეს, რადგან მათ გადაიხადეს საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად კონკრეტული თანხები და დარჩნენ საკუთრებების გარეშე. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ კრიზისის შემდეგ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იყოს კიდევ უფრო ძლიერი. რა თქმა უნდა, უნდა გვესმოდეს, რომ ინფექცია და Covid-19, სამწუხაროდ, იქნება ჩვენთან და უნდა შევძლოთ ადაპტაცია, რისკების მართვა, რათა არასდროს მოგვიწიოს ისეთი მკაცრი შეზღუდვების დაწესება, როგორც ბოლო 2 თვეში და გარწმუნებთ, რომ ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ. ეს არ იქნება მარტივი, მოგვიწევს ყოველდღიური შრომა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ერთად ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ქვეყანაზე უახლოესი 6 თვე, რომელიც იქნება უკიდურესად რთული, როგორც ეპიდემიის, ისე ეკონომიკური გამოწვევების თვალსაზრისით და ჩვენ უნდა ჩავატაროთ შესანიშნავი, იდეალური, საუკეთესო არჩევნები ამ ქვეყანაში,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

დაწვრილებითDetails

,,სკოლებში სველი წერტილები ჩვენ აშენებული არ დაგვხვედრია და არ დაგვინგრევია”-გიორგი გახარია

სველი წერტილები სკოლებში  სერიოზული პრობლემაა და მაშინ, როდესაც სკოლაში სწავლა შეწყდა, 4 მარტიდან, განათლების სამინისტროს დაევალა და ისინი მიყვებიან, რომ  სექტემბრისთვის ყველა სკოლაში ნორმალური სველი წერტილი  იყოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. პრემიერი  ოპოზიციას მშენებარე და კაპიტალურად გარემონტებული სკოლების სტატისტიკის მიწოდებას დაპირდა. „აქვე მინდა გაგახსენოთ, რომ ეს სველი წერტილები ჩვენ აშენებული არ დაგვხვედრია და არ დაგვინგრევია. რაც შეეხება სკოლების რემონტს, წერილობით სტატისტიკასაც მოგაწვდით,  უბრალოდ არ მინდა ახლა აქ დრო დავხარჯო, რამდენი ახალი სკოლა  შენდება და რამდენს უტარდება კაპიტალური რემონტი“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დაწვრილებითDetails

ინფიცირებულია ტრაილერის მძღოლი, რომელიც ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა-კახეთში ინფექციის კერა არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კახეთში კორონავირუსის ინფექციის წყარო არ არის, ინფიცირებულია ტრაილერის მძღოლი, რომელიც ქვეყანაში რუსეთიდან...

დაწვრილებითDetails

,,ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია არა თუ გადარჩება, არამედ იმაზე უფრო მეტად ძლიერი იქნება”-ნათია თურნავა

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის „ბამბუ ბიჩ ციხისძირი“ მშენებლობა იწყება სწორედ იმ დროს, როდესაც გლობალური ტურისტული ინდუსტრია დიდი გამოწვევის წინაშე დგას...

დაწვრილებითDetails

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან თბილისში, დამწვრობის ცენტრში 6 წლის ბავშვი გადმოიყვანეს

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან თბილისში, დამწვრობის ცენტრში მოთავსებული 6 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის ხელმძღვანელმა გუგა...

დაწვრილებითDetails
Page 362 of 460 1 361 362 363 460

კატეგორიები