თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 21 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა კაცის ცხედარი სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა სიცოცხლე...
დაწვრილებითDetailsსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ზალკალიანი ინფორმაციას თავად ავრცელებს: "მიმდინარე წლის 23 იანვარს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდგომ, თვითიზოლაციაში გადავედი. დადგენილი...
დაწვრილებითDetailsოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ოპოზიცია ხელისუფლებას მოლაპარაკების პროცესში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. განცხადებას ხელს 9 პოლიტიკური სუბიექტი აწერს. ხელმომწერთა შორის...
დაწვრილებითDetails27 იანვარს დეკანოზი პეტრე კოლხი 40 წლის ხდება. როგორც ჩვენთან საუბარში აღიარა, ამაღამ თბილისს ტოვებს და ერთაწმინდაში იპარება. გაპარვას ხსნის...
დაწვრილებითDetails120 მძღოლი, 10 კონტროლიორ- კონდუქტორი, 8 მრეცხავი და 6 წინასარეისო დათვალიერების მექანიკოსი- „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია“ ვაკანსიებს აცხადებს . კომპანიის ხელმძღვანელის...
დაწვრილებითDetailsქუთაისის სავაჭრო ცენტრ ,,გრანდმოლის'' დირექტორი ნატო დანელია 27 იანვარს აქციას აანონებს ,,გამარჯობათ. 12 საათზე ჭავჭავაძის გამზირზე გრანდ მოლისა და კეჩის...
დაწვრილებითDetailsსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, აჭარის რეგიონში ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი 1 თებერვლიდან განახლდება.1 თებერვლისთვის...
დაწვრილებითDetailsნიკა მელია სოციალურ ქსელში, ირაკლი ჩავალეიშვილის შესახებ პოსტს ავრცელებს, რომელსაც მეგა ტვ უცვლელად გთავაზობთ ახლა ვუსმინე ირაკლი ჩავლეიშვილს ტვ პირველზე....
დაწვრილებითDetailsჩვენ, ყველას ერთად, როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესს, გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ამ ქვეყანაში, ეპიდემიოლოგიური ფონი წარმატებით ვმართოთ და ძალიან სწრაფად შევძლოთ ქვეყნის გახსნა ისეთი სახით და ტურიზმის ამოქმედება ზაფხულის სეზონის განმავლობაში, რომ არ მოგვიწიოს შეზღუდვების დაწესება. - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მინისტრებისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მაია ცქიტიშვილმა იმ თემებზე ისაუბრა, რაზე შეხვედრის დროს გამახვილდა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ როგორც შეზღუდვების დაწესების, ასევე შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს, მთავრობა იღებს იმ ეპიდემიოლოგიური ვითარების ძალიან დეტალური და მუდმივი ანალიზის საფუძველზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს. „ეს არ არის პირველი, ან ერთადერთი შეხვედრა. ბიზნესთან კომუნიკაციის პროცესი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და როგორც ტურიზმის ადმინისტრაცია, ასევე ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექცია, ბიზნესომბუდსმენის აპარატი, მუდმივ რეჟიმში, სამუშაო ჯგუფების დონეზე არის პროცესში ჩართული ბიზნესთან. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ განსაკუთრებით იმ ბიზნესის წარმომადგენლებს, ვისაც ჯერ კიდევ არ შეეხო შეზღუდვების შემსუბუქება, აქვთ ძალიან რთული ვითარება თავის ბიზნესში, ბიზნესის მუშაობის თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ, ყველას ძალიან კარგად გვესმის და დღესაც, ჩვენი საუბრის დიდი ნაწილი იმასაც შეეხო, რომ ჩვენ, ყველას ერთად, როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესს, გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ამ ქვეყანაში, ეპიდემიოლოგიური ფონი წარმატებით ვმართოთ და ძალიან სწრაფად შევძლოთ ქვეყნის გახსნა ისეთი სახით და ტურიზმის ამოქმედება ზაფხულის სეზონის განმავლობაში, რომ არ მოგვიწიოს შეზღუდვების დაწესება. აქედან გამომდინარე, როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენ, ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც პანდემიის პირველივე დღიდან, პრაქტიკულად, უკვე ერთი წელია ვახორციელებთ, როგორც შეზღუდვების დაწესების, ასევე შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს ვიღებთ იმ ეპიდემიოლოგიური ვითარების ძალიან დეტალური და მუდმივი ანალიზის საფუძველზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და არსებობს საკმაოდ მაღალ დონეზე. გადაწყვეტილებებს ვიღებთ, როგორც ეპიდემიოლოგიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე, იმ საერთო, ზოგადი ვითარების ანალიზის, საერთაშორისო პრაქტიკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის ჯანდაცვის ორგანიზაციის და მსგავსი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, თუ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. სწორედ ამას ეფუძნება არსებული შეზღუდვების მოხსნის გეგმაც. ბიზნესს, ისევე, როგორც საჯარო სივრცეში ისმოდა კითხვები, რომ ამა თუ იმ გადაწყვეტილების ლოგიკაში უნდოდათ უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ, ამიტომ, დღეს, ეკატერინე ტიკარაძესა და ამირან გამყრელიძის მონაწილეობით ჩატარდა ეს შეხვედრა. ჩვენ, დღეს გვქონდა საშუალება, რომ ბიზნესისთვის აგვეხსნა და მათ შორის, პასუხი გაგვეცა იმ კითხვებზე, სადაც ამა თუ იმ გადაწყვეტილების ლოგიკას ვერ ხედავდნენ. რა თქმა უნდა, მათ შორის, საუბარი გვქონდა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთობლივად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა იყოს კარგად მართვადი პროცესი, როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესის მხრიდან და ისეთი სახით წარმართული პროცესი, რომელიც უახლოეს მომავალში ისევ არ მოგვიტანს ინფიცირების მაღალ მაჩვენებლებს“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
დაწვრილებითDetailsგარკვეული მოთხოვნები იქნება, მაგრამ ეს მოთხოვნები არ შეზღუდავს ტურიზმის ეტაპობრივად ამოქმედებას, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ რეგულარული ფრენების აღდგენის შესახებ საუბრისას...
დაწვრილებითDetails