120 მძღოლი, 10 კონტროლიორ- კონდუქტორი, 8 მრეცხავი და 6 წინასარეისო დათვალიერების მექანიკოსი- „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია“ ვაკანსიებს აცხადებს . კომპანიის ხელმძღვანელის გიორგი გიორგობიანის თქმით მსურველებს შესაბამისი საბუთების წარდგენის ვადა 9 თებერვლამდე აქვთ. პირველი ეტაპის შემდეგ უკვე კანდიდატებს გასაუბრების საშუალებით შეარჩევენ. დოკუმენტაცია მსურველებს შეუძლიათ kutaisitransportcompany2020@gmail.com აღნიშნულ საფოსტო მისამართზე გადააგზავნონ. შეგახსენებთ რომ ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა, სამთავრობო განკარგულებით, პირველი მარტიდანაა დაგეგმილი. ქუთაისში წლების შემდეგ პირველად ამუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი.
ვალუტის განახლებული კურსი პირველი მაისისთვის
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6916 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6920 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...









