LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„რთულია სწავლა, როდესაც გეშინია“ – რა პრობლემები გამოააშკარავა პირველმა კოვიდურმა სემესტრმა დიდ ბრიტანეთში

აჭარის მუნიციპალიტეტში სკოლის მოსწავლეებს სასკოლო ტრანსპორტი მოემსახურება

დაპოსტა 2021/01/26-ში
A A
371
ნახვა
გაზიარება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, აჭარის რეგიონში ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი 1 თებერვლიდან განახლდება.1 თებერვლისთვის რეგიონის მასშტაბით ყველა სკოლაში შექმნილი უნდა იყოს უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო და სწავლება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების სრული დაცვით უნდა წარიმართოს.

 

მშობელთა უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და თვლიან, რომ საკლასო ოთახებში სწავლის განახლება საფრთხის შემცველია მოსწავლეებისთვის და სკოლები ვერ უზრუნველყოფენ რეგულაციების დაცვას.თუმცა, აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში სამედიცინო პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული და მოხდება მასწავლებელთა სისტემატური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ.

 

აჭარაში მასწავლებელთა ტესტირება უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. უკვე 700 პედაგოგს ჩაუტარდა სწრაფი ტესტირება და ყველა პასუხი უარყოფითია. სულ აჭარაში 9 ათასი პედაგოგი თუ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უნდა გაიტესტოს. ეს ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს. პედაგოგთა ტესტირება კვირის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო განმეორებითი- ორ კვირაში ჩატარდება.

 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები სკოლის წარმომადგენლებს ხვდებიან და აცნობენ იმ სამედიცინო პროტოკოლს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ სკოლებში. ყველა სკოლაში იქნება საიზოლაციო ოთახი, სადაც პირი საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მოთავსდება.ხოლო კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, ეპიდემიოლოგები შეისწავლიან სიტუაციას, განსაზღვრავენ რისკებს და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.

 

“ჯერჯერობით არ გვაქვს პედაგოგებში დადებითი შემთხვევა. ეს პროცესი გაგრძელდება და პერიოდული ხასიათი ექნება. ყოველი ორი კვირის ინტერვალით მოხდება პედაგოგების ინტენსიური გატესტვა. ეს იქნება სწრაფ ანტიგენზე დაფუძნებული ტესტირება. ეს ყველას პასუხისმგებლობაა, მშობლის, პედაგოგის, დასაქმებული პერსონალის, ნებისმიერი ადამიანის და რა თქმა უნდა, მოსწავლეების. ამიტომ ყველას მკაცრად უნდა მოვთხოვოთ ჩვენ აღნიშნული წესების დაცვა. გარკვეულ რისკებთან არის სასწავლო პროცესის განახლება დაკავშირებული, თუმცა ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იქნება მშვიდი”- განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

 

ექნებათ თუ არა საკლაშო ოთახებში სწავლის პარალელურად დისტანციურ რეჟიმზე დარჩენის ალტერნატივა სკოლებს, კონკრეტული პასუხი ჯერჯერობით უცნობია.

 

აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს ექნებათ ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში სწავლის საშუალება. სხვა შემთხვევაში კი ეს საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.

 

“ამ ეტაპზე არჩევანის გათვალისწინება არ ხდება. ჯერჯერობით მივდივართ იმ მიმართულებით, რომ ყველა ბავშვისთვის სწავლა დაიწყოს პირველ თებერვალს და ჩვენ ვუზრუნველყოთ შესაბამისი პირობების შექმნა. შევხედავთ პროცესს როგორ წარიმართება და თუ საჭირო იქნება, შემდეგ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. მხოლოდ მესამე საფეხურზე იქნება შესაძლებელი ჰიბრიდულის გამოყენება, თუმცა, ჩვენ ვცდილობთ, რომ სადაც არის შესაძლებლობა, რომ იქნეს ადგილზე სწავლება გამოყენებული, მაქსიმალურად ადგილზე სწავლება გამოვიყენოთ”- განაცხადა აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.

 

გარდა ამისა, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში და ნაწილობრივ ბათუმში, 2021 წლის 1 თებერვლიდან 2021 წლის 26 თებერვლის ჩათვლით სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც სკოლიდან არანაკლებ ორი კილომეტრის დაშორებით ცხოვრობენ, სპეციალური ტრანსპორტი მოემსახურებათ. ეს ეხება ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის, ქობულეთის მუნიციპალიტეტებსა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსწავლეებს. მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის აჭარის განათლების სამინისტრი 529 506 ლარს გადაიხდის ტენდერის გარეშე.

 

„აჭარის მთელ ტერიტორიაზე [ხულოს, ხელვაჩაური-ბათუმის, შუახევის, ქობულეთის და ქედის მუნიციპალიტეტები] სასწავლო პროცესი საკლასო სივრცეში განახლდება 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან. შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში ხელშეკრულებების დადებამდე სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების შეუფერხებლად განხორციელებისთვის საჭიროა მომსახურების შესყიდვა გადაუდებელი აუცლებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის გზით” – აღნიშნულია აჭარის განათლების სამინისტროს მიერ შესყიდვების სააგენტოსთვის მიმართულ განაცხადში.

 

მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის კონსოლიდირებული ტენდერები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2021 წლის 21 იანვარს გამოაცხადა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა.ტრანსპორტის მესაკუთრეები ვალდებული იქნებიან მკაცრად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია.

 

თუ კი სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება, ტრანსპორტი საჯარო სკოლის მოსწავლეებს სხვა თვეებშიც მოემსახურებათ. ამისთვის აჭარის ბიუჯეტში 1 მილიონ 750 ლარია გათვალისწინებული.

 

ხუთი დღე დარჩა აჭარაში საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლებამდე. საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, “განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს, იმ თვალსაზრისით, რომ თვითონ სამედიცინო პროტოკოლი სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული. მასწავლებლები გაივლიან რეგულარულად ტესტირებას. სკოლებში იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო”. მიუხედავად ამისა, მშობლების ნაწილი არ აპირებს 1 თებერვალს ბავშვების სკოლაში გაგზავნას და კვლავ დისტანციურ სწავლებას ითხოვენ.

 

გაზიარება148

დაკავშირებული -პოსტები

რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა?

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა?
მთავარი

რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა? ტრაქტორის შერჩევა დიდ გამოცდილებასა და მრავალი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს. საქმე ისაა, რომ აგროპროცესების ხარჯთეფექტურობას და აგრონომიულ შედეგებს მნიშვნელოვნად განაპირობებს სწორად შერჩეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. აუცილებელია...

დაწვრილებითDetails

კლინიკაში 6 თვის ორსული გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
კლინიკაში 6 თვის ორსული გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება
მთავარი

თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში 6 თვის ორსული, თამარ ურჩუხიშვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილი წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალიდან იყო.   ურჩუხიშვილის ახლობლები ჰყვებიან, რომ ქალი კლინიკაში თავდაპირველად მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს, სადაც ერთი...

დაწვრილებითDetails

აზარტულ თამაშებს უკანონოდ მართავდნენ – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
მოზარდების 22%-ს ე.წ. ხელზე თამაშის გამოცდილება აქვს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინეს. დაკავებულია ერთი პირი, ხოლო მეორე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და...

დაწვრილებითDetails

როგორია ქუთაისთან ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ზესტაფონის კლინიკა „ფერომედში“ მოთავსებული 6 პაციენტიდან, 3-მა კლინიკა გუშინ დატოვა. კლინიკაში მყოფი სამი ადამიანიდან ერთი რეანიმაციულ, ხოლო...

დაწვრილებითDetails

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

ვერძი   დღე ხელსაყრელია ახალი საქმეების დასაწყებად. გადაწყვეტილებები მშვიდად მიიღეთ და ზედმეტ სიჩქარეს მოერიდეთ.   კურო   ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს. წინდახედულობა მომავალში კარგ შედეგს მოგიტანთ.   ტყუპები   წარმატებას კომუნიკაცია...

დაწვრილებითDetails

27 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

27 ივლისს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან იწვიმებს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, სინოპტიკოსები უმეტესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +26 - უმეტესად ღრუბლიანი...

დაწვრილებითDetails

აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
თორნიკე თოშხუამ შიმშილობა დაიწყო
მთავარი

აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს. თოშხუა თბილისის საკრებულოსთან იდგა, ხელში ბანერით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უცენზურო წარწერა იყო გაკეთებული და სამართალდამცველებმა ის სწორედ ამ დროს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თოშხუა...

დაწვრილებითDetails

ავარიას მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ავარიას მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. ის 29 წლის მარიამ სვიმონიშვილია, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი იყო. ინფორმაციას ,,მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. სვიმონიშვილი ავარიის...

დაწვრილებითDetails

ავარიისას დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ,,პრაიმტაიმი" ავრცელება. ქალი რამდენიმე საათის განმავლობაში გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში მკურნალობდა. ექიმების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – დაშავებულია 4 ადამიანი, მძიმეა 1 ქალია მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ალაზნის ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის განმარტებით, მედიკოსები ამ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"