BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია , თუ როგორ აღნიშნავს წელს აღდგომას მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესია და მათ შორის საქართველო
„რატომ არის საქართველო განსხვავებული? კომენდანტის საათის მიუხედავად, სამების საკათედრო ტაძარმა მრევლი მიიღო. ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა კი ხალხს მოუწოდეს, თავიანთი ქვეყნის კეთილდღეობისთვის მეცნიერებას დაუჯერონ,“ – აღნიშნულია სტატიაში.
BBC წერს, რომ საქართველოს მთავრობამ აკრძალა კერძო მანქანებით გადაადგილება, დაიხურა სასაფლაოები, რომლებსაც ქართველები აღდგომის დღეებში ტრადიციულად სტუმრობენ. „ისინი, ვინც საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონს არღვევენ, რომელიც სხვა შეზღუდვებთან ერთად სამ ადამიანზე მეტის ერთად შეკრებასაც კრძალავს, ჯარიმდებიან.“
„ბევრი ქართველი კითხულობს, რატომ დაუშვა მთავრობამ გამონაკლისი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის. კრიზისის დაწყებიან დღემდე ათასობით ადამიანი აგრძელებს ტაძრებში თავისუფლად სიარულს. ეკლესია უარს ამბობს, საკუთარი ჩვეულებები შეცვალოს. მღვდლები ზიარების ჩატარებას საერთო კოვზის გამოყენებით განაგრძობენ,“- ვკითხულობთ სტატიაში.
BBC ხაზს უსვამს, რომ საქართველოში კოორნავირუსი ორ სასულიერო პირს დაუდასტურდა, თუმცა, ამის მიუხედავად სააღდგომო ღვთისმახურება მაინც ჩატარდა.