შიო მესამე პატრიარქმა ილია მეორემ „ღვთის შთაგონებით თავიდანვე გამოარჩია“ – მიტროპოლიტმა იაკობმა წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში აღნიშნა.
„მე მოხარული ვარ, რომ ჩვენს დიდი პატრიარქთან, უწმინდეს ილია მეორესთან ერთად გვიწევდა მსახურება, გაგიცანით და ერთგულების და სიყვარულის განსაკუთრებული მადლი და ნიჭი გაქვთ. მიხარია, რომ უწმინდესმა თავიდანვე გამოგირჩიათ, ღვთის შთაგონებით, რა თქმა უნდა, ეს არ იყო კაცობრივი [გამორჩევა], ზუსტად ამ დღეს, 9 წელი შესრულდა. ამ ტაძართან, უწმინდესის კურთხევით, თქვენ აკურთხეთ ეს ტაძარი. ჩვენც თქვენთან ერთად ვიყავით და როგორ შეიცვალა აქაურობა. მე მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ,დიდი მადლობა გადავუხადო აქ მოღვაწე დედებს, თქვენი ლოცვა-კურთხევით ჩვენ შევეცდებით რომ ვაკეთოთ ის საქმე რისთვისაც მოგვიწოდა უფალმა. გვიყვარდეს ღმერთი, გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო და თითეული მოყვასი განურჩევლად თუ ვინ რა რანგშია… ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ღვთის შეწევნით ეკლესიას ვემსახუროთ…”- განაცხადა მეუფე იაკობმა










