ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 11 წლის ბიჭი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კვლავ კლინიკაში რჩება 3 წლის თაია.
ცნობისთვის, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.










