“ესაა სახლი ქუთაისში, სადაც დიდმა უკრაინელმა პოეტმა ქალმა ლესია უკრაინკამ შექმნა უკვდავი პოემა-ფეერია “ტყის სიმღერა”. როგორც ხედავთ, სახლზე მემორიალური დაფაა გაკრული, მაგრამ თვით სახლი უბედურ დღეშია. რაკი დღევანდელ საქართველოში უკრაინას ამდენი თავგადაკლული მომხრე და გულშემატკივარი ჰყავს, იქნებ ვინმეს ეთავა და ამ შენობის ფასადი მაინც მოეწესრიგებინა. ომში ყველა ვერ წავა, აქ კი ამ კონკრეტული საქმის გაკეთება არც თუ ძნელია. ისე ქუთაისის მერიასაც შეეძლო ამ საკითხის მოგვარება. იქნებ დაინტერესდნენ შესაბამისი.სამსახურები. მით უფრო, რომ ეს სახლი რემონტის შემდეგ შეიძლება ტურისტული ობიექტიც გახდეს. ღირს დაფიქრებად.”-წერს ფეისბუქ მომხმარებელი.
“მიხარია, რომ უწმინდესმა თავიდანვე გამოგირჩიათ, ღვთის შთაგონებით…” მეუფე იაკობი შიო მესამეს
შიო მესამე პატრიარქმა ილია მეორემ „ღვთის შთაგონებით თავიდანვე გამოარჩია“ - მიტროპოლიტმა იაკობმა წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში აღნიშნა. პატრიარქმა მეუფე იაკობი პანაღით დაასაჩუქრა. „მე მოხარული ვარ, რომ ჩვენს დიდი პატრიარქთან,...










