“ესაა სახლი ქუთაისში, სადაც დიდმა უკრაინელმა პოეტმა ქალმა ლესია უკრაინკამ შექმნა უკვდავი პოემა-ფეერია “ტყის სიმღერა”. როგორც ხედავთ, სახლზე მემორიალური დაფაა გაკრული, მაგრამ თვით სახლი უბედურ დღეშია. რაკი დღევანდელ საქართველოში უკრაინას ამდენი თავგადაკლული მომხრე და გულშემატკივარი ჰყავს, იქნებ ვინმეს ეთავა და ამ შენობის ფასადი მაინც მოეწესრიგებინა. ომში ყველა ვერ წავა, აქ კი ამ კონკრეტული საქმის გაკეთება არც თუ ძნელია. ისე ქუთაისის მერიასაც შეეძლო ამ საკითხის მოგვარება. იქნებ დაინტერესდნენ შესაბამისი.სამსახურები. მით უფრო, რომ ეს სახლი რემონტის შემდეგ შეიძლება ტურისტული ობიექტიც გახდეს. ღირს დაფიქრებად.”-წერს ფეისბუქ მომხმარებელი.
ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მანანა ტურფა ნებულიშვილი. "#5 ფილიალის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ძვირფასი კოლეგისა და მეგობრი მანანა ტურფა ნებულიშვილის გარდაცვალების გამო შეუძლებელია სიტყვებით იმ დიდი...










