28 დეკემბერს,18:00 სთ -ზე, ქუთაისის ოპერის თეატრში გაიმართება საშობაო-საახალწლო გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალების წარმატებული მოსწავლეები, კურსდამთავრებულები, პედაგოგები, ფოლკლორული ანსამბლები და ქორეოგრაფიული კოლექტივები.
კონცერტზე მოსულ მაყურებელს ოპერის ფოიეში უმასპინძლებენ ნიღბების თეატრის ზღაპრული გმირები. ასევე, ფოიეში წარმოდგენილი იქნება გაერთიანების მუზეუმების თემატური საგამოფენო სივრცეები.
საკონცერტო პროგრამაშია კლასიკური მუსიკა, ქართული ფოლკლორი, ბალეტი და სამეჯლისო ცეკვები.
კონცერტი ა(ა)იპ “ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების” ორგანიზებით და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.
დასწრება თავისუფალია









