თბილისში მსუბუქი ავტომობილი მოზარდს დაეჯახა.
დაშავებული სკოლის მოსწავლე, 13 წლამდე ასაკის ბიჭია, ის კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც კლინიკაში „პრაიმტაიმს“ უთხრეს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ბავშვს ტვინის შერყევის ნიშნები აღენიშნება. დანარჩენი მონაცემები კი დამაკმაყოფილებელია.










