ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა.
ცნობილი ჟურნალისტი ხანგრძლივი ავადმყოფობისა და თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. მისი ოჯახი და ადვოკატები მიიჩნევენ, რომ გარდაცვალების მიზეზი არა სიმსივნე, არამედ პოსტოპერაციულად განვითარებული სეფსისი იყო, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მიმართეს.
ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმე ათეული წელი ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას, იყო სამოქალაქო აქტივისტი და ქუთაისზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი. ქეთი ბერძენიშვილმა 90-იან წლებში ქუთაისში, საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული რადიოსადგური „ძველი ქალაქი“ დააფუძნა.










