LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კოვიდ19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა

ვიპოვეთ ასობით მშობელი, გადახვეწილი ევროპაში, ათობით აღძრული საქმე, კლანები კლინიკებში, მთავრობასთან ჩახუტებული ექიმები – რას წერს ლევან თალაკვაძე ქართულ მედიცინაზე

დაპოსტა 2022/10/25-ში
A A
155
ნახვა
გაზიარება

,,ქართულ მედიცინაზედ!

პირველად უნდა მოვყვე. 2020 წლის 1 აგვისტოს პედიატრ ეკა ტარყაშვილთან მორიგი ვიზიტის დროს ყურადღება გავამახვილეთ იქამდე სრულიად ჯანმრთელი მართას მუცელზე და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვაიძულეთ პედიატრი მართასთვის ექოსკოპია დაენიშნა. ორგანოები ვერ გაარჩიეს (პედიატრი გვიმტკიცებდა უბრალო შებერილობააო!). წავედით ციციშვილში, ტომოგრაფია, გაგვიშვეს იაშვილში. ღამით შევედი მორიგე ექიმთან ნინო გვარლიანთან , რომელმაც ყოველგვარი კვლევის გარეშე მომახალა რომ ავთვისებიანი სიმსივნე იყო და ორშაბათიდანვე უნდა დაგვეწყო ქიმია და შემდეგ გაგვერკვია რა დაავადებასთან გვქონდა საქმე !!?? (მერე აღმოვაჩინეთ რომ ასეთი პრაქტიკა აქვთ, მშობლების მაქსიმალურად დაშინების) 2 დღიანი სრული გაურკვევლობის მერე (შაბათ-კვირა დაემთხვა და რა თქმა უნდ არავინ მოსულა) შემოვიდა ტოტოღაშვილი და დავიწყეთ კვლევები, მთელი ეს დღეები პარალელურად ვარკვევდი უცხოეთში წაყვანის ამბებს, დავრეკე ყველგან სადაც ხელი მიმიწვდა, რამდენიმე კლინიკას ვესაუბრებოდი, თუმცა იაშვილის მეორე სტანდარტი: ბავშვი მგზავრობას ვერ გადაიტანს, გზაში მოკვდება, თუ გინდა გარისკეთ! (ყველასთვის აქვთ ნათქვამი)

 

ვერ გავრისკეთ, არადა 4 თვის მერე გაცილებით მძიმე მდგომარეობაში მყოფმა იფრინა გადაჯდომით ბარსელონამდე. ჩატარდა ბიოფსია (მასალა აიღეს ცოტა და არა იმ ადგილიდან სადაც სიმსივნე დაიწყო), სრულად ვერ მიიღეს შედეგი და დაწერა მორფოლოგმა, თუ ზუსტი დიაგნოზი გნებავთ ხელახალი კვლევა არის საჭირო. ამაზე ახტა და გაიკვანძა ტოტოღაშვილი, დიაგნოზი დასმულია და ან ახლავე ვიწყებთ მკურნალობას ან არასდროსო!.მივწერე ჩვენს საკონტაქტო ექიმს იაშვილში (სახელს შეგნებულად ვფარავ) რომ დიაგნოზის ფორმულირებაში ეჭვი მეპარება და გადამოწმება საჭირო. ყურიც არ შეიბერტყა! დავიწყეთ. ვიფიქრე რამდენიმე ქიმიას გავუკეთებ და რომ მომჯობინდება წავიყვან თქო. ეგრევე რეანიმაციაში მოხვდა, 20 დღე იქ იყო, ძალიან დასუსტდა, ჩამოდნა, გახდა, მუცელი გაეზარდა. მერე მეორე ქიმია, მესამე..

 

შედეგები არ უმჯობესდებოდა, ვესაუბრებოდი პროფესორებს გერმანიაში, ისრაელში, თურქეთში- ყველა მთხოვდა AFP-ს, რომლის ანალიზს ცოცხალი თავით არ უღებდნენ. აშკარა იყო რომ უკან მივდიოდით, შედეგი არ გვქონდა.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ აქ ათას ადამიანს ვკითხე აზრი, ყველა ამბობდა რომ ტოტოღაშვილი კარგი სპეციალისტია, რომ გერმანიაში მუშაობდა, რომ იმავე პროტოკოლებით მკურნალობს, იმავე წამლებს უსხამს, რომ საუკეთესო ხელში მოვხვდით (??? თითქოს რამდენიმე ალტერნატივა იყო და გაგვიმართლა), არავის სიტყვა არ დასცდენია ერთი ადამიანის გარდა, ვინც დღეს ავსტრიაში ცხოვრობს და გამოვლილი ჰქონდა ტოტოღაშვილის მეთოდები. თურმე სად ვბანაობთ! ვერ დავუჯერე და აქ დავუშვი ცხოვრებაში მეორე ყველაზე დიდი შეცდომა! მეოთხე ქიმიის მერე ტოტოღაშვილმა დაგვიძახა და მოკლედ და არაპირდაპირ გვითხრა წაიყვანეთო, თან თურქეთშიო (ქვეყანაში რომელსაც ვერ იტანს და არ აღიარებს თავისივე სიტყვებით). 10 დღეში ბარსელონაში ვიყავით კორონას და სრული ჩაკეტილობის დროს, იქ შევეჩეხეთ ექიმების გაოგნებულ სახეებს მართას დაჩხვლეტილი ხელები, ფეხები, ყელი რომ ნახეს. ქიმიის გაჟონვისგან ძვლამდე დამწვარი ტერფი, არასრული ანალიზები, არასრული დიაგნოზი, არასწორი მკურნალობა და დიდი ოქროს თმები თავზე (რაც აუცილებლად უნდა გასცვენოდა წესიერი წამლების შემთხვევაში).

 

ხელახალი კვლევა და ახალი დიაგნოზი, აღმოჩნდა 1 აგვისტოდან 13 ნოემბრამდე სხვა დაავადებაზე მკურნალობდნენ (ჰეპატობლასტომა დაუდგინეს აქ, რაბდოიდული აღმოჩნდა), გადაუსხეს 4 ქიმია და გაუნულეს ისედაც მცირე გადარჩენის შანსი!!!!

 

აღარაფერს აღარ ჰქონდა აზრი, ჩვენი ისტორიის მოსმენის მერე გამონაკლისი დაუშვეს, მეც და მარიამიც დაგვტოტოვეს პალატაში, 3 კვირა მარიამს ტახტზე ეძინა, მე სკამზე. დილის 5-ზე გაგვიფრინდა, იმდენი ვკოცნე ცხოვრებაში რომ არ მიკოცნია..

 

მერე აღმოჩნდა, რომ ჩვენნაირი ისტორიით უამრავი ყოფილა, რომ ბიუჯეტის ფულს სანამ არ გამოხრავენ აქ გტოვებენ და რომ ხვდებიან საქმე ცუდადაა გეუბნებიან ვეღარ ვშველით, წადითო. ასე გარდაცვლილი ბავშვების სტატისტიკას ამცირებენ. მერე ვიპოვეთ ასობით მშობელი, გადახვეწილი ევროპაში, ათობით აღძრული საქმე, კლანები კლინიკებში, მთავრობასთან ჩახუტებული ექიმები, ხელის დაფარება, დაკრიშვა, რეგულირების სააგენტოს სრული უმოქმედობა, მონოპოლია. აღმოვაჩინეთ ექიმებიც ვინც ამ სფეროში რაღაცის შეცვლას ცდილობს უცხოეთიდან, იყო იაშვილის ექიმების შემოტენვა და ზარები, საუბარი თუ როგორ ვერ იტანს იქაურობას და ტოტოღაშვილს/ასმათს.

 

რაც იაშვილი დროებით დახურეს გამოჩნდა ხალხი, ვინც ცვლილებებისთვის ბრძოლას ბოროტებას უწოდებს, მოგვიწოდებს ჩუმად ვიყოთ რომ სხვა მშობლემბა ვერ გაიგონ რა ქაქში არიან, სიამაყით გაიძახიან რომ მის შვილსაც არასწორად უმკურნალეს, მაგრამ ჩუმად შეუთვალა და ახლა ის ბავშვებზე ნავარჯიშევი ექიმი (ალბათ რამდენი შეიწირა) უკვე კარგი სპეცილისტია.

 

ამ ხალხს ღმერთი არ წამთ, ის ღმერთი ნამდვილად არა ვისაც მე ვიცნობ და ვინც ებრძოდა ფარისევლობას, უსამართლობას, ტყუილს! ადამიანს, რომელსაც ტკბილი ტყუილი ურჩევნია მწარე სიმართლეს, მომავალი არ აქვს, ჩაირხჩობა იმ ჭაობში, რომელშიც თბილად ზის!

 

სულ ვფიქრობ, ინფორმაცია რომ მქონოდა, მართას ცოტა შანსი მაინც ექნებოდა, ფული მქონდა, ინფორმაცია არა! სამწუხაროდ, ძალიან ეტყობა საქართველოს მე-20 საუკუნის რეპრესიები, როცა გაჟლიტეს ყველა, ვისაც ხმის ამოღება შეეძლო, გადარჩა ლაქია, მაამებელი და ბელადის მოტრფიალე ხალხი. დღეს რაც ამ ქვეყანაში ხდება სხვა არაფერია!

 

აქ დაწერილ ყველა სიტყვაზე ვაგებ პასუხს, ატვირთულია ბიოფსია სადაც ხელახალი კვლევის აუცილებლობაზეა საუბარი, დიაგნოზი ტოტოღაშვილის ხელმოწერით, ბარსელონას კლინიკის დასკვნა რომ თავიდანვე საეჭვო უნდა ყოფილიყო დიაგნოზი, ისრაელის კლინიკის ექიმის შეფასება და სწორი ვარაუდი(სადაც წერს რომ შეიძლება საქართველოში საერთოდ არ იცოდნენ როგორ უნდა გააკეთონ ანალიზი – ალბათ ისეთები აქვს ნანახი აქაური), იაშვილის აღიარება, რომ მკურნალობა “გარკვეულწილად” შეესაბამებოდაო, ანუ სიმსივნე რო იყო ხომ გავარტყითო! ასევე მაქვს ამ სფეროში აღიარებული ექიმის ალექსანდრე თავართქილაძის ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩვენს შემთხვევაზე პირდაპირ ამბობს, რომ ამ ანალიზებით დიაგნოზს გადაამოწმებდა (შეგნებულად არ ვაქვეყნებ). ყველა ამბობს ერთი და იმავეს, პირველივე დღეს აღებული ანალიზით შეიძლებოდა გამოერიცხათ ჰეპატობლასტომა, მარა უბრალოდ დაიკიდეს!

 

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩაჭაოებებული სისტემის ჩამოშლამდე, ჩვენთვის არა, სხვა ბავშვებისთვის! ამით ნერვების სლის მეტს არაფერა ვიღებთ, მაგრამ სიჩუმით პრობლემები არ გვარდება, პირიქით ღრმავდება.

 

რაც შეეხება ყველა ექიმის ერთ ქვაბში არ მოხარშვის ამბავს, როცა კლინიკის მთავარი/წამყვანი ექიმის პოსტი გიკავია და ხედავ შენთა ბავშვები არასწორი დოაგნოზით, ანტისანიტარიით, ინფექციით, არაპროფესიონალიზმით იღუპებიან და ჩუმად ზიხარ, ჩვეულებრივი არარაობა ხარ, პროფესიონალიზმის პირველი ნიშანი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობაა, რაც იაშვილის კლინიკის მესვეურებს იმაზე დაბლა აქვთ, ვიდრე თაგვს სორო მათსავე პალატებში!

 

თუ ვინმე დაინტერესდება შემიძლია სრული დოკუმენტაცია მივაწოდო აშკარა სისხლის სამართლის დანაშაულის და იმის, როგორ არ რეაგირებს ამაზე სახელმწიფო!

 

ხო, პირველი ყველაზე დიდი შეცდომა 2014 წელს ამ ქვეყანაში დაბრუნება იყო!!

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო • M. Iashvili Children’s Central Hospital

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო Mariam Mitaishvili” – წერს სოციალურ ქსელში ლევან თალაკვაძე.

გაზიარება62

დაკავშირებული -პოსტები

15 ნოემბერს სამებაში საყოველთაო ნათლობა გაიმართება

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
რა უნდა ვიცოდეთ ნათლობის შესახებ – მითები და რეალობა
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, 15 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი. "ნათლობა დაიწყება დღის...

დაწვრილებითDetails

“გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ასეთ პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს” – ლევან მაჭავარიანი მეუფე იობის განცხადებაზე

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
“ეს არის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის არჩევნები… შემაჯამებელ ღონისძიებაზე ველოდებით ასობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს“ – ლევან მაჭავარიანი
მთავარი

ეს პოლიტიკური განცხადებები არის აბსოლუტურად აცდენილი რეალობას და არის მცდარი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მიტროპოლიტი იობის გაცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, „გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი...

დაწვრილებითDetails

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მინდა, რომ პარლამენტში გზა გაეხსნათ ახალ ადამიანებს-ნიკა გვარამია
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. სასამართლო დარბაზში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ არავისთვის უცხო არ...

დაწვრილებითDetails

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილს დაატოვებინა

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
ეს გადაწყვეტილება არ უნდა გამოეტანა და არ უნდა დაედგინა – პრეზიდენტის წარმომადგენელი მაია კოპალეიშვილი
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა. „ქალბატონო მაია, ელემენტარული კულტურაც არ გაქვთ, რომ მომისმინოთ, თქვენც გაძევებული ხართ“, - მიმართა ნადარაიამ მაია კოპალეიშვილს, რაზეც...

დაწვრილებითDetails

მანქანა 65 წლის ქალს დაეჯახა

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 65 წლის ქვეითად მოსიარულე ქალი დაიღუპა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. შემთხვევა სოფლის ცენტრალურ გზაზე მოხდა. მათივე წყაროს ცნობით,  ქალი სამსახურში გადაადგილდებოდა,...

დაწვრილებითDetails

ვაკეში რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა – დაჭრილია ერთი პირი

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

არსებული ინფორმაციით, ვაკეში 10-მდე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა. დაჭრილია ერთი პირი. "პირველების " ინფორმაციით, სტუდენტს ოპერაცია "ხეჩინაშვილის კლინიკაში" ჩაუტარდა, ის საავადმყოფოდან რამდენიმე საათის წინ გაწერეს. ადგილზე გუშინ პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა,...

დაწვრილებითDetails

ომბუდსმენი ითხოვს ხაბეიშვილს მობილური დაუბრუნონ

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს
მთავარი

სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს რეკომენდაციით მიმართა, უზრუნველყონ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის მისთვის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისთვის დაბრუნების შესახებ სასამართლოს განაჩენის აღსრულება. ომბუდსმენი წერს, რომ საქმის...

დაწვრილებითDetails

ღვერკისა და ხემაღალის მეწყერით დაზარალებული მოსახლეობის სარჩელის განხილვა იწყება

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
როგორც კი გეოლოგიური კვლევის დასკვნა დაადასტურებს ტერიტორიის საიმედოობას, დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები – ინფრასტრუქტურის მინისტრი ხარაგაულზე
მთავარი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის – ღვერკისა და ხემაღალის მეწყერით დაზარალებული მოსახლეობის სარჩელის განხილვა 16 დეკემბერს, 13:00 სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყება. ინფორმაციას "ჩემი ხარაგაული" მეწყერით დაზარალებული ღვერკელი მარადი გელაშვილისზე დაყრდნობით...

დაწვრილებითDetails

ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა – არიან დაშავებულებიც

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ხაშური-ოსიაურის გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ქართლის ამბები ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მანქანა, სადაც ოთხი ადამიანი იჯდა, წყალმზიდს შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

დაწვრილებითDetails

“ის არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, ჩვენს პარტიას ყოველთვის აკრიტიკებს” – ლევან ბეჟაშვილი მეუფე იობზე

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
ჩვენ გვჭირდება ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც საზოგადოების ნდობას იმსახურებენ და ეს ნდობა გამოხატული იქნება 26 ოქტომბერს – ლევან ბეჟაშვილი
მთავარი

ერი ხედავს, ბერი ხედავს, ჩვენი ეკლესია ხედავს, საით მიექანება ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა მეუფე იობის პოზიციების შეფასებისას, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მიტროპოლიტი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"