„ჩვენი დანახარჯების თითქმის, 50% მოდის სურსათზე და ამ პროდუქციის 50% არის იმპორტირებული“,- ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, ფასების ზრდას ინფლაცია და საგარეო ფაქტორი იწვევს, რასაც ნავთობის ღირებულება ემატება. შესაბამისად, ე.წ მცურავი აქციზის იქნებოდა ის გამოსავალი, რაც ფასების შემცირებას თუ არა, სტაბილურობას მაინც შეუწყობდა ხელს.
„პროდუქტს რა თქმა უნდა, მაღალი ინფლაცია აძვირებს, ეს საგარეო ფაქტორებით არის გამოწვეული. ჩვენი დანახარჯების თითქმის, 50% მოდის სურსათზე და ამ პროდუქციის 50% არის იმპორტირებული. ანუ, დამოკიდებული ვართ საერთაშორისო ბაზარზე, თუ რა ფასებია პირველადი მოხმარების პროდუქციაზე. ნავთობის ფასიც კი, სურსათს აძვირებს. ამას ემატება, ლარის კურსიც, რომელიც შედარებით გამყარდა, მაგრამ მაინც თითქმის, 3 ლარის ღირს 1 დოლარი. შესაბამისად, ყველა ის დანახარჯი, რაც ამ რგოლში, ანუ ფასწარმოქმნაში არის, სამწუხაროდ, აძვირებს პროდუქციას.
ზოგადად, საქართველში არ არის მაღალი გადასახადები, სხვა ქვეყნებს რომ შევადაროთ. მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ჩატარებული რეფორმების შედეგად, შემცირდა გადასახადების რაოდენობაც და მოცულობაც. თუმცა, არსებობს გარკვეული გადასახადი, როგორიც არის მაგალითად, აქციზი ნავთობზე. ნავთობის ფასი მოქმედებს ყველა საქონელსა და მომსახურებაზე. როცა ტრანსპორტი გაჭირდება, გადაზიდვა გჭირდება, დისტრიბუცია სხვანაირად როგორ იმუშავებს? შესაბამისად, იქაც მოქმედებს. არსებობს ე.წ თურქული მოდელი, რომელიც მცურავ აქციზს გულისხმობს, ანუ, როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება, აქციზის შემცირებამ ხელი ცოტა მაინც რომ შეუწყოს საქონელზე ფასების შემცირებას თუ არა, დასტაბილურებას მაინც. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი რჩევა და რეკომენდაცია“,- განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
bpn.ge










