მიმდინარე წლის მაისში, საქართველოში 359 238 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) – 39 442, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 319 796 იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანა ასე გამოიყურება:
- თურქეთი – 60 184 ვიზიტორი;
- რუსეთი – 51 561 ვიზიტორი;
- სომხეთი – 42 606 ვიზიტორი;
- საქართველო (არარეზიდენტი) – 24 682 ვიზიტორი;
- ისრაელი – 18 986 ვიზიტორი;
- უკრაინა – 15 005 ვიზიტორი;
- აზერბაიჯანი – 12 634 ვიზიტორი;
- ყაზახეთი – 10 965 ვიზიტორი;
- ბელარუსი – 9 780 ვიზიტორი;
- საუდის არაბეთი – 9 780 ვიზიტორი;
- ინდოეთი – 7 452 ვიზიტორი;
- ირანი – 7 356 ვიზიტორი;
- უზბეკეთი – 5 281 ვიზიტორი;
- გერმანია – 3 674 ვიზიტორი;
- პოლონეთი – 3 388 ვიზიტორი.










