„საუკუნის ქორწილის“ შემდეგ, ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი გამოცემა „ვოგის“ გარეკანზე მოხვდნენ. ჟურნალში ქორწილიდან აქამდე უცნობი ფოტოები დაიბეჭდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოვიდა ერთ-ერთი მათგანი, სადაც ნეფე-პატარძალი თეთრ ტანისამოსშია გამოწყობილი. შეგახსენებთ, მილიარდერმა პატარძალმა „ვალენტინოს“ საქორწილო კაბა მოირგო, რომელსაც უზარმაზარი შლეიფი ამშვენებდა. კაბის ბრენდზე არჩევანი თავად ნიკოლამ გააკეთა, მან დედამთილს, ვიქტორია ბექჰემს უარი უთხრა კაბის შეკერვაზე და „ვალენტინოს“ მოდის სახლს მიმართა.
ქუთაისელი ანასტასია ამაღლობელი მანჰეტენის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე დაფინანსებით გაემგზავრება
ქუთაისელმა ანასტასია ამაღლობელმა თბილისში, რეგიონალურ კონკურსზე პირველი პრემია მოიპოვა და ამერიკაში, მანჰეტენის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე დაფინანსებით გაემგზავრება. როგორც ცნობილია მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის #1 სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა, მესამე კლასელმა ანასტასია ამაღლობელმა...









