„საუკუნის ქორწილის“ შემდეგ, ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი გამოცემა „ვოგის“ გარეკანზე მოხვდნენ. ჟურნალში ქორწილიდან აქამდე უცნობი ფოტოები დაიბეჭდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოვიდა ერთ-ერთი მათგანი, სადაც ნეფე-პატარძალი თეთრ ტანისამოსშია გამოწყობილი. შეგახსენებთ, მილიარდერმა პატარძალმა „ვალენტინოს“ საქორწილო კაბა მოირგო, რომელსაც უზარმაზარი შლეიფი ამშვენებდა. კაბის ბრენდზე არჩევანი თავად ნიკოლამ გააკეთა, მან დედამთილს, ვიქტორია ბექჰემს უარი უთხრა კაბის შეკერვაზე და „ვალენტინოს“ მოდის სახლს მიმართა.
ქუთაისელმა პიანისტმა ვერონიკა მარგველაშვილმა საერთაშორისო კონკურსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ზ. ფალიაშვილის სახელობის #2 სამუსიკო სკოლის მოსწავლემ ვერონიკა მარგველაშვილმა პარიზის საერთაშორისო ახალგაზრდა შემსრულებელთა ონლაინ კონკურსზე - Nouvelles Étoiles – „ახალი ვარსკვლავები“ ლაურეატის წოდება და ვერცხლის მედალი მოიპოვა. (პედაგოგი : მაგდა...









