საერთაშორისო ორგანიზაციამ ,,მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასია” ევროკავშირს მიმართა, რათა საქართველოში მყოფ პრორუსულ გავლენიან პირებს დაუწესდეთ სანქციები. ამის შესახებ ორგანიზაციის დამფუძნებელი ლადო გამსახურდია იტყობინება:
,,ძალიან საინტერესო დოკუმენტი, პირველი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ კომპლექსურად ყველა ფრონტზე და პირველი ვინც ევროსაბჭოს წარმომადგენლობას მიმართა პრორუსული მაღალჩინოსნების ფინანსური დასანქცირების შესახებ. მე ვამაყობ ჩვენი ორგანიზაციის თითოეული წევრით.” წერს სოციალურ ქსელში და განცხადებას ასაჯაროებს.