ინფორმაციას ,,მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასიის ” დამფუძნებელი ლადო გამსახურდია თავად ავრცელებს:
,,ყველას გახსოვთ ჩემი პოსტი სადაც დავწერე, რომ ვაპირებდი საქართველში დაბრუნებას თუ ვერ მოვახერხებდი უკრაინულ ბატალიონთან ერთად ომს, რაც რუსულმა და ზოგმა მედია საშუალებებმა თავისებურად გადაახურდავეს და სიმხდალეში ჩამითვალეს.სამწუხაროა, რომ ბევრი ქართველიც აყვა.
როგორც ხედავთ ვიმყოფები ჯერ კიდევ უკრაინაში დონეცკის რეგიონში, (ცხელი წერტილია) სადაც ჩავირიცხე ოფიციალურად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.
ეს ნიშნავს, რომ მე არ ვარ მოხალისე და არც დაქირავებული მეომარი! მე ვარ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი, ესე იგი ოფიციალურად ომის მონაწილე!
“კავკასიელი” ჰაერზე სიტყვებს არ უშვებს!”-წერს ლადო გამსახურდია.